SOS ღილაკი ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის

0
ორგანიზაციის „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელი დავით ქაცარავა თავის Facebook გვერდზე შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს: ⬇️ " ჩემო მეგობრებო! SOS ღილაკის პროექტი ყოველდღიურად ძალას იკრებს! რამდენიმე დღის წინ მოგმართეთ თხოვნით რომ გვერდით დაგვდგომოდით ამ პროექტის განხორციელებაში. პირველი ეტაპის განსახორციელებლად გვჭირდებოდა 40 ღილაკის თანხა, 4400 აშშ დოლარი და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს 48 SOS ღილაკის თანხა, რაც საკმარისი იქნება 10 სოფლის SOS ღილაკებით უზრუნველსაყოფად

ვისაც SOS ღილაკის პროექტის შესახებ პირველად ესმის, მათთვის შევეცდები მოკლედ ავხსნა რას ნიშნავს SOS ღილაკის პროექტი(ვრცლად წერია ჩემს მიერ გაზიარებულ პოსტში)

SOS ღილაკი შეიქმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში და რომლებიც ყოველდღიური გატაცების შიშის ქვეშ იმყოფებიან. როგორც წესი, ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს ჩვენივე კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ, შემდეგ კი თავიანთ ე.წ. სასამართლოში ასამართლებენ და აბრალებენ ე.წ. საზღვრის კვეთას. გატაცებების უმეტესი ნაწილი კი არ საჯაროვდება, ჩვენი ხელისუფლება ამ ინფორმაციას მალავს. SOS ღილაკი დაურიგდებათ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად მოძრაობენ ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს, მენახირეებს, ტყეში ფიჩხისთვის გამსვლელ მოქალაქეებს, ტრაქტორისტებს, რომლებიც ამუშავებენ მიწას ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ და ა.შ. გატაცების საფრთხის წარმოქმნისას მოქალაქემ 3 წამის განმავლობაში უნდა დააჭიროს SOS ღილაკს და სპეც ნომრებზე გამოიგზავნება SOS სიგნალი გატაცების ადგილის მითითებით, რაც ეგრევე მოგვცემს საშუალებას ავტეხოთ განგაში და გვქონდეს უტყუარი მტკიცებულება იმისა, თუ საიდან მოხდა გატაცება და ის მთავარი დოკუმენტი, რომ რუსები კვეთენ მათ მიერვე დაწესებულ ოკუპაციის ხაზს და გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს პროექტი 100% ით მოიწონა და მოუთმენლად ელოდება როდის შევძლებთ მათთვის ამ მოწყობილობების დარიგებას.

აქვე ვაქვეყნებ იმ ადამიანების სიას, ვინც აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში და ეგრევე დაგვეხმარა!!!

დავით ტატულაშვილი მარინა ვაჩნაძე შუქია აფრიდონიძე გიული ურუშაძე მიხეილ მახათაძე თამარ ციციშვილი ნინო წერეთელი ნანა აზიზიანი გიორგი ბერიძე მაია მაკარიძე ქეთევან ავალიშვილი ირაკლი ფაჩუაშვილი მიხეილ მასხარაშვილი ლაშა დიდიძე ქეთევან ცხელაშვილი გიორგი ბასიშვილი გვანცა ზარანდია ლაშა მაისურაძე ლაშა გორგილაძე მირანდა ყვავაძე სოსო ჟვანია გიორგი რუხაძე ზაქარია ხიტალიშვილი თეონა ფალიანი თეიმურაზ სარალიძე დავით ნანობაშვილი ლაშა ძიგრაშვილი თეონა ფალიანი ვერონიკა მეტონიძე ზვიად დიაკვნიშვილი ლანა ფაღავა გაგა კილაძე ოლგა ალაშვილი ქრისტინა ჯმუხაძე-რუხაია გიორგი ხაჭვანი ლუდა სალია ლევან ფესვიანიძე ალექსი მაჭარაშვილი ანა თარხნიშვილი გოგიტა კუპატაძე ინგა ბუაძე ალექსანდრე ქუთათელაძე გიორგი შიოლაშვილი ქართლოს ყორანაშვილი ლევან გოგუაძე დიანა გოგიშვილი ზვიად მიქაბერიძე დოდო კურტანიძე ეკა ხორბალაძე ზაზა სახვაძე შალვა ღაღანიძე აკაკი გოგლიძე ზვიად დიაკვნიშვილი ლადო წიბახაშვილი ადამ კოტორაშვილი ლიანა ფაღავა ილია ქარდავა უღრმესი მადლობა აბსოლუტურად ყველას!!! ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!"

რამდენიმე საათის წინ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თამახმადაც პროექტში მონაწილეთა სია გაიზარდა.

იხილეთ ფოტო-მასალა
#ოკუპაცია
#SOSღილაკი
#დავითქაცარავა
თუ დახმარება გინდა: ⬇️
#ახალიამბები
0