ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა

0
ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა. თუმცა, როგორც „როიტერი“ იუწყება, გაიზარდა იმპორტირებული ინფიცირების შემთხვევები. ბოლო ერთ დღეში ჩინეთში უცხოეთიდან შესულ 21 პირს დაუდგინდა კორონავირუსი. მათი დიდი ნაწილი ჩინეთში ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან არის ჩასული. გასული კვირის შემდეგ, პეკინის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ფრენების მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის დამატებით შემოწმება დაიწყო, რადგან მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.
#china
#coronavirus
#covid19
0