სალვადორსა და ნიკარაგუაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა
74 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

სალვადორსა და ნიკარაგუაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. როგორც სალვადორის პრეზიდენტმა განაცხადა, ახალი ტიპის კორონავირუსი ქვეყანაში არალეგალურად შესულ პირს დაუდგინდა, რომელიც უახლოეს წარსულში იტალიაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, სიმპტომების გამოვლენამდე მას საკმაოდ ბევრ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ.

ნიკარაგუაში კი, კორონავირუსი დაუდგინდა პირს, რომელიც უახლოეს წარსულში პანამაში იმყოფებოდა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, ჯერჯერობით შეზღუდვების შემოღებას არ აპირებენ.

#covid19 #coronavirus
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
6
Write a comment