დონალდ ტრამპი კორონავირუსზე - ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია

0
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და გამონათქვამში - „ჩინური ვირუსი“ - რასისტული არაფერია. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უწოდებს ის „COVID 19“-ს „ჩინურ ვირუსს“ და რომ ბევრი ადამიანი ამას რასიზმად მიიჩნევს, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია. ის ჩინეთიდან მოდის. მსურს, ზუსტად გამოვხატო ჩემი სათქმელი.“ შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, მათ შორს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პოპმეომ, Covid-19 არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც „ჩინური ვირუსი.“
#covid19
#china
#usa
#donaldtrump
#trump
#coronavirus
0