იტალიაში ბოლო 24 საათში 475 ადამიანი დაიღუპა

0
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 475 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. საერთო ჯამში კი COVID-19-ს ქვეყანაში 3 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იტალიაში კორონავირუსის 35 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. იტალია ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ადგილობრივმა მთავრობამ კარანტინი 10 მარტს გამოაცხადა. მიუხედავად მოსახლეობის იზოლაციისა, იტალიაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს
#news
#politics
#კორონავირუსი
#კორონა
#covid19
#coronavirus
0