მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება - COVID 19

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139314 რადგან მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი, მსოფლიო საპატრიარქო თვალყურს ადევნებს მდგომარეობას თავისი უმაღლესი პასუხისმგებლობის განცდით მორწმუნეთა და განურჩევლად ყველა ადამიანის წინაშე და 11 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, დამატებით, ქალაქში მყოფ იერარქთა შეკრებისას აცხდებს: მსოფლიო საპატრიარქო ყველას გასაგონად იმეორებს, შეამცირონ სახლიდან გამოსვლა და გარეთ მოძრაობა, დარჩნენ სახლში, მათივე უსაფრთხოებისა და სხვა ადამიანების დაცვისათვის. აქებს იმ ადამიანების თავგანწირვის სულს, რომლებიც იღწვიან ჯანდაცვის სეფორში და გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ, რომლებიც ზეადამიანური შრომითა და მცდელობებით ეხმარებიან დაავადებულ თანამოქალაქეებს, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელსაც Covid 19 წარმოდგენს მათთვის. ხაზს უსვამს იმ საჭირო ზომების შესრულების აუცილებლობას, რასაც შესაბამისი პასუხიმგებელობის მქონე ჯანდაცვის დარგის წარმომადგენლები ითხოვენ. მსოფლიო საპატრიარქოს ზოგიერთი ეპარქიაში უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, დღეს აცხადებს საეკლესიო გადაწყვეტილებას, მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელებისა შესაბამისად. საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები. იგივე წესით, მსოფლიო საპატრიარქოს ადმინისტრაცია დარჩება დაკეტილი, მომდევნო სიახლეებამდე, მაგრამ მსოფლიო პატრიარქი და საპატრიარქო რეზიდენციის სასულიერო დასი განარგძობს საღმრთო მსახურებებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ილოცებს მთელი მსოფლიოსათვის. 18 მარტი, 2020 წ. წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოდან თარგმნა ლევან ბუკიამ
0