Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებსაც მუშაობა სახლიდან მოუწევთ, დამატებით ათას დოლარს მიიღებენ. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
მანამდე კორონავირუსის გამო სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ საკუთარ თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართა, საკუთარი სახლებიდან იმუშაონ. დღეისათვის კომპანიაში 45 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
#facebook