კობა გვენეტაძე - "ბირჟები ჩამოშლილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლარი გაუფასურებულია"

0
მაშინ, როცა სასაქონლო ბირჟები ჩამოშლილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლარი არის გაუფასურებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BMG-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. გვენეტაძის თქმით, სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება სიტუაციიდან გამომდინარე. „იმ სიტუაციაში, როცა საუკეთესო მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ცარიელ დარბაზში გამოდის, მაშინ, როცა საფეხბურთო მატჩები მაყურებლების გარეშე იმართება, მაშინ, როცა სასაქონლო ბირჟები ჩამოშლილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლარი არის გაუფასურებული. ეს არის ის, რაც არ შეიძლება სხვანაირად მოხდეს. მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ხდება რეაგირება და გამკლავება იმ გამოწვევებთან, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ აბსოლუტურად კარგად გვესმის, თუ რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული. ძალიან კარგად ვაანალიზებთ სიტუაციას და გვესმის, მაგრამ წინასწარვე ვდგამდით ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით. იგივე დოლარიზაციის მიმართულებით, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ასევე ბუფერებთან დაკავშირებით. ამიტომ დღეს ჩვენი ზომები იქნება სიტუაციიდან გამომდინარე. საჭირო თუ იქნება (დოლარის) გაყიდვა, ჩვენ გავყიდით. თუ საჭირო იქნება რეზერვების შემცირება, ასეც მოვიქცევით. იმდენად დიდია გაურკვევლობების დონე, რომ ძალიან რთულია წინასწარ თქვა, რომ გააკეთებ ამას და ამას. მაგრამ ვამბობ, გავაკეთებ იმას, რაც არის აპრობირებული, გაანალიზებული და რაც იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით რაც გვაქვს, უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ დოლართან მიმართებით ლარის ოფიციალურმა კურსმა 3.18 შეადგინა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
#business
0