პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს

0
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია. „ეს უკვე მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრის და ეკონომიკური კრიზისიცაა“, -აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს. „გლობალური უმუშევრობა, შესაძლოა, სულ მცირე 5.3 მილიონით გაიზარდოს, ხოლო უფრო სხვა სცენარით, 24 მილიონით“, -ნათქვამია განცხადებაში. გაერო არსებულ ვითარებას 2008-2009 წლების კრიზისსაც ადარებს. ცნობისთვის, აღნიშნულ წლებში სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა.
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
9
0