ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლევა ოთხ პაციენტს უტარდება. ისინი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. აქვთ ცხელება და რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. მედიკოსების თქმით, ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანალიზები აღებულია და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არ აღენიშნება გართულებები. აჭარაში კარანტინში 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
#საქართველო
#ბათუმი
#კორონავირუსი
#დარჩისახლში