სვასტიკა საზოგადოებაში ასოცირდება ეშმაკთან, დემონთან, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის არის სიმბოლო, რომელსაც ანტიკური საწყისიები აქვს.
სიმბოლო სვასტიკის გამოყენება სათავეს იღებს რამოდენიმე ათასი წლის წინ როგორც ნიშანი წარმატების, დაცვის ავი თვალისაგან, ასევე იგი ასოცირდებოდა წელიწადის 4 დროსთან.
ჰიტლერის ფართომაშტაბიანი ომების შემდეგ სვასტიკა დღემდე
ეშმაკის სიმბოლოდ ითვლება დასავლურ საზოგადოებაში.
რეალურად სვასტიკა უძველესი ინდურიდან მოდის და ნიშნავს ბედნიერად ყოფნას, წარმატებას, კარგ იღბალს.
1920 წელს, ადოლფ ჰიტლერმა გამოთქვა სურვილი პარტიისთვის საკუთარი დროშისა და ემბლემის ქონის შესახებ. როგორც ჰიტლერი ამბობდა, ახალი დროშა უნდა ყოფილიყო "სიმბოლო ჩვენი ბრძოლისა''
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ჰიტლერი სვასტიკას სიმბოლოს გამოიყენებდა, მანამდე კოკა-კოლასაც ჰქონდა სვასტიკასთან შეხება, კომპანია ამ სიმბოლოს გამოყენებით, საკუთარ პროდუქციას არეკლამებდა.
#ისტორია