აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან საბრძოლველად 105 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

0
აშშ-ის სენატმა კორონავირუს, „კოვიდ 19“-თან საბრძოლველად, 105 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. გეგმა მოიცავს დაავადებულების გაფართოებულ დაზღვევას, რომლებსაც არ ჰყოფნით სარგებელი, ასევე კორონავირუსზე უფასო ტესტირებას. ეს ეხება იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებსაც 50-დან 500-მდე დასაქმებული ჰყავთ. სენატში დამტკიცების შემდეგ, გადაუდებელი დახმარების პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. აშშ-ის სენატი თეთრ სახლთან ერთად კიდევ ერთ პაკეტზე მუშაობს, რაც ამერიკელებისთვის სახსრების პირდაპირ გაგზავნასა და სხვა სტიმულაციურ ზომებს მოიცავს. „კოვიდ 19“-ის გავრცელების გამო, აშშ-ის საფონდო ბირჟამ ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრი ვარდნა განიცადა და სამი ძირითადი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეკონომისტები რეცესიას არ გამორიცხავენ.
#stopcovid19
#coronavirus
#usa
0