მომენტი დროის მინიმალური ზღვარია,
ანუ მომენტი არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში, მოძრავი , , ატომი'' სივრცის ერთ წერტილს ტოვებს და სხვაგან ჩნდება. დროის თანმიმდევრობას კი ამგვარი მომენტების უწყვეტი დინება ქმნის.
მომენტების ამგვარი შეერთება გონების დახმარებით ხდება, გამოდის, რომ დრო მხოლოდ აზრობრივი კონსტრუქციაა.
ერთდროულად ორი მომენტი არ არსებობს, რადგან ორი არსებული მომენტის თანმიმდევრულობა შეუძლებელია, მასზე საუბარი შესაძლებელია მაშინ, როცა წინა მომენტი შემდეგით იცვლება. შესაბამისად, მხოლოდ აწმყოა მომენტი, არც წარსული და არც მომავალი. ამიტომ, არც წარსული და არც მომავალი არ არსებობს, ისინი მხოლოდ ცვალებადი მოდიფიკაციებია, რომელსაც სამყარო განიცდის თავისი არსებობის ყოველ ცალკეულ მომენტში.