ბორის ჯონსონი ლონდონის ჩაკეტვას გეგმავს - FINANCIAL TIMES

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139336 გამოცემა Financial Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის დედაქალაქის, ლონდონის, ჩაკეტვას გეგმავს, რასაც მომავალში სხვა ქალაქების ჩაკეტვაც მოჰყვება. გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები დედაქალაქის ჩაკეტვას პარასკევისთვის ელოდებიან. Financial Times-ის ინფორმაციით, სანამ ბორის ჯონსონი პრესკონფერენციას მართავდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ლონდონის ჩაკეტვის გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ახალი კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით პირველ ადგილზეა. გამოცემის ცნობით, პარასკევისთვის პოლიციელები დაცარიელებული ქალაქების ცენტრებში განლაგდებიან, რათა თავიდან აირიდონ მასობრივი ქურდობა. "ტაბულა"
0