6 votes
2 comments
0 shares
Save
8 views
ნათია უჩიძე
Poti · 1 year ago

თეთრი, ქუნქულა😊❤❤


ნათია უჩიძე
Poti · 1 year ago
Similar Posts
ნათია უჩიძე
Poti · 1 year ago
მალთაყვის სანაპირო...
ნათია უჩიძე
Poti · 1 year ago
მიხარია, როცა ასეთ მაგარ აპლიკაციას ქართველები ქმნიან😊 იმედია წარმატებულად იმუშავებს და ბევრი შემოუერთდება😍
ნათია უჩიძე
Poti · 1 year ago
ბატეთის ტბა🌳🍁🍂 Bateti lake
ნათია უჩიძე
Poti · 9 months ago
'Sunset is proof that endings can be beautiful too' 💫
ნათია უჩიძე
Poti · 10 months ago
Find comfort in the chaos💫💛
ნათია უჩიძე
Poti · 1 year ago
11.05.2019 20:17
Mariam Berodze
Kutaisi · 2 months ago
რატომ დაიგვიანა ჰოგვორტსის ექსპრესმა?
ჩემს სახლს ფართოყელიანი საკვამური და ულამაზესი ბუხარი აქვს. ყველაზე დიდი ბუც კი თავისუფლად ჩამოფრინდება. დაბნეული ვარ – საკმარისზე დიდი ხნით დაიგვიანა ჩემმა წერილმა. ვნერვიულობ… მე თუ მკითხავთ , 9 წელი სახუმარო ამბავი სულაც არ არის. მთელი ცხრა უზარმაზარი წელი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?! სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია – ერთი ტექსტი წავიკითხე ადრე, ბევრი , ბევრი წლის წინ. ავტორი ამბობდა, რომ პატარაობისას, ყველაფერი უზომოდ დიდი ეჩვენებოდა. უზომოდ ვრცელი და დაუსრულებელი, მაგრამ როცა გაიზარდა, ყველაფერმა დაპატარავება დაიწყო. თითქოს, სამყარო შეიკუმშა , შეიკრა, მუჭისტოლა გახდა. დაპატარავდა კარადები, საწოლი, ტანსაცმელი, მთელი მსოფლიო… ახლა, როცა ვუყურებ ცარიელ საკვამურს, ბუხარს, სადაც თითქმის აღარ ვანთებთ ცეცხლს, მეშინია, რომ ცხოვრება შევიწროვდება, ხელისგულზე დამეტევა მთელი სამყარო და აღარ იქნება ადგილი ჩემთვის. აღარ იქნება ჩემი სამყოფი ჰაერი. ისე გავიზრდები, რომ ზემოდან დავხედავ მიუწვდომელ თაროებს და მივხვდები, რომ იქ ელფები კი არ ცხოვრობენ, არამედ მხოლოდ მტვერია, მტვერი და მეტი არაფერი. ჰოდა, მაშინებს ეს მტვერი, დაგვიანებული წერილები და დროც. და ვფიქრობ, ხომ არ გავიზარდე?! ამის გამო ხომ არ გადაიფიქრეს ჩემთვის წერილის მოწერა?! ხომ არ იფიქრეს, რომ გვიანია, მარიამი დიდი გოგოა, აღარაფერი ესაქმება ჯადოქრების სკოლაში?! არ ვიცი. ვერც ხმას ვაწვდენ იქამდე. ჩემი ხმა ძალიან სუსტი და მეტისმეტად ადამიანურია. მე ჯიუტი ვარ და მაინც ველოდები. მე ძალიან ჯიუტი ვარ და ისიც მინდა, არანორმალურად მაინტერესებდეს, გავალ თუ არა მარადმწვანე ტყეში, კაშკაშა ლამპიონთან, თუ ბებიაჩემის კარადაში შევძვრები… და ჰო, არ მავიწყდება დიდი, ქუნქულა ხე, რომელიც მხოლოდ გემრიელ, ფუმფულა კარამელს ისხამს. “რაც გულით გსურს, ასრულდება!” “რაც გულით გსურს, ასრულდება!” “რაც გულით გსურს, ასრულდება!” “რაც გულით გსურს, ასრულდება!” – ვიმეორებ – “ჯერ არ უნდა გავიზარდო! ჯერ არ…”
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯოკერი , კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცი 80 წლისაა
🤯 ზუსტად 80 წლის წინ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი და ცნობილი უარყოფითი პერსონაჟი, ჯოკერი.🤡🃏 🃏 ჩემი აზრით ლეჯერმა, ნიკოლსონმა და ფენიქსმა ის ლეგენდად აქციეს 🤫 მაგრამ ლეჯერი ნომერ პირველია ჩემთვის 🎖️ბოლო -ბოლო პირველი ოსკაროსანი ჯოკერია, რომელმაც ჯოკერის რეიტინგი ისე აწია, თვით ბეტმენსაც და ადამიან ობობასაც გადაუწსრო რეიტინგით 🤫 💥 ცოტა რამ ჯოკერის პერსონაჟის შესახებ 💥 🃏 სუპერბოროტმოქმედი ჯოკერი შექმნილია DC _ ის კომიქსების მიხედვით , როგორც ბეტმენის მტერი და მისი დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 რომელიც გამოვიდა 1940 წელს. შემქმნელებმა ჯოკერის ძირითადი ვიზუალური მხარე აიღეს 1928 წელს გადაღებული ფილმიდან “ადამიანი რომელიც იცინის” 🤯 , სადაც ფილმის მთავარ გმირს არასწორად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად სახეზე მუდმივი ღიმილი აღბეჭდება და მას თეთრი გრიმის მეშვეობით ფარავს. ბეტმენის კომიქსის სცენარისტი ჯერი რობინსონი პირველ ნომერზე მუშაობდა როდესაც მან სამუშაო მაგიდაზე ჩვეულებრივი ჯოკრის კარტი შენიშნა, აი ასე შეიქმნა ეს გამორჩეული პერსონაჟი. 💛🤯 🤡 ჯოკერს ეძახიან კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცის და სიძულვილის კლოუნს. თავიდან ის იყო სრულიად შეშლილი მკვლელი, ეშმაკისეული ინტელექტით და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, რომელსაც არავინ ებრალება და არაფერს არ ნანობს ( კომიქსში იხსენებს თუ როგორ ააფეთქა საბავშო ბაღის ეზო). როდესაც კომიქსმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა ჯოკერის პერსონაჟი შეცვალეს ექსცენტრული, ხუმარა,მაგრამ უვნებელი ჯოკერით რის შემდეგაც შკარა გახდა რომ პირველ ჯერზე ბევრად პოპულარული იყო. 💥 🤯ჯოკერი განსხვავდება სხვა სუპერბოროტმოქმედებისაგან 💥. 💥პირველი, მას არ გააჩნია არანაირი სუპერ ძალა (ტელეკინესური, მაგიური და ა.შ) ჯოკერის ძალა მის სიგიჟეშია. მას არაფრის არ ეშინია რაც ახასიათებთ მხოლოდ შეშლილებს. მისი გეგმები იმდენად დახვეწილია, რომ მისი ამოხსნა გენიოსებსაც კი არ შეუძლიათ. მას არანორმალური გონება აქვს. მას არ გააჩნია საზღვარი, არანაირი შეზღუდვები და მორალი, მას შეუძლია ნებისმიერს უღალატოს და დასცინოს, თავის ტყვიით გახვრეტილ მუხლებსაც. ერთ-ერთმა ავტორმა ის მოიხსენია როგორც სუპერ-სწორადმოაზროვნე რომელსაც შეუძლია სწორად იაზროვნოს ამ შეშლილ და მუდმივად ცვალებად სასტიკ მსოფლიოში. 💥 🤯 მეორე, ჯოკერს არ გააჩნია არანაირი ლეგენდარული წინაისტორია,რაც ხსნის მის ჩამოყალიბებას როგორც ჯოკერი. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად ყვებიან მის ისტორიას, თვითონ ჯოკერი კი ამბობს:”არმახსოვს რა იყო წარსულში, მაგრამ ესე ნამდვილად არ ყოფილა… და თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი წარსული შემიძლია შემოგთავაზოთ მრავალგვარი და თქვენ აირჩიეთ” ამით ის გვაჩვენებს მის ამოუცნობ ძალას, წარმოქმნას ქაოსი და გაიკვლიოს გზა მასში თავისუფლად. 💥 💥🤡 მესამე ,ბოროტმოქმედები ცდილობენ უბრალოდ გაუსწორდნენ “ღამურას” (ბეტმენს) ჯოკერი მას უყურებს როგორც თითქმის მეგობარს, რომელთანაც სურს ითამაშოს დაუსრულებელი კატა-თაგვობანა.მისი მიზანი არ არის მოწინააღმდეგის განადგურება, მისი მიზანია თვითონ შეწინააღმდეგების პროცესი, მას უნდა აჩვენოს ბეტმენს რომ ისიც ისეთივე შეშლილია როგორც თვითონ, სარკისებური ანარეკლია ჯოკერისა. მისი გარეგნობა (თოვლივით თეთრი კანი, წითელი ტუჩები, მწვანე თმები, იასამნისფერი კოსტუმი) და გენიალური მაგრამ შეშლილი გონება, აქცევს მას დაუვიწყარ პერსონაჟად, ის არ კარგავს ფანებს უკვე 70 წელია. 🤡🤯 🤡🃏 ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100 ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი” . მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში – ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო). ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია. 🤡🃏 🎖️💛 ჰიტ ლედჯერი გახდა პირველი მსახიობი რომელმაც კომიქსის მიხედვით გადაღებულ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ოსკარი.ოსკარის მისაღებად გარდაცვლილი მსახიობის მაგივრად გამოვიდნენ მისი მამა, დედა და და. ლედჯერის ჯოკერის წყალობით ფილმმა უდიდესი მოგება ნახა. 2009 წელს განიხილებოდა ოსკარზე წარდგენილი ფილმების რიცხვის გაზრდა, რადგან ხალხი გამოთქვამდა პროტესტს იმის გამო, რომ 2008 წელს “ბნელ რაინდს” ოსკარი არ მიენიჭა. ფილმმა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის წოდებაც კი მიიღო. მთავარი სენსაცია კი ის არის, რომ ჯოკერმა რეიტინგით გაუსწრო თვით ბეტმენს, ადამიან-ობობას და სუპერმენს.🎖️💛#joker #hollywood #news #goodplaces #photo #art #opinion #business #design Tbilisi Kutaisi Batumi
Nino Kakulia
Poti · 1 month ago
ნარუტოში , ინი და იანის გამოშვება ძველ ჩინურ ლეგენდას ეფუძნება
ლეგენდის თანახმად ძველჩინური წარმოდგენისა, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ – წყვდიადი, ქალური, უარყოფითი; იან – ნათელი, კაცური, დადებითი. აი ეს ცნობილი სიმბოლოც ინ და იან ძალების გრაფიკული გამოსახულება გახლავთ და არა თუნდაც დღის და ღამის სიმბოლური გამოსახულება, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ინი და იანი წარმოადგენენ ყოველი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებით საწყისებს. ძვ. ჩინური წარმოდგენით, ეს ძალები არის ქაოსის თვისება, რომლელიც არსებობდა სამყაროს შექმნამდე. მათი მეოხებით ქაოსი იყოფა ორ ნაწილად: დადებითი ნაწილაკების მასად იან–ცი და უარყოფითი ნაწილაკების მასად – ინ–ცი. შედედების პროცესში იან–ცის მსუბუქი ნაწილაკები ზევით მიილტვიან, ხოლო ინ–ცის მძიმე ნაწილაკები – ქვევით ეშვებიან. თავად ცნება „ცი“ უღრმეს და ურთულეს შინაარსს მოიცავს „ცის“ ცნებაში ჩინური წარმოდგენა გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ სუბსტანციას, არამედ რაღაც სულიერ საწყის ელემენტაბსაც. ეს არის სამყაროს სული, რაც არ ექვემდებარება გრძნობებს, თუმცა ამასთან იგი მატერიალურიცაა. იგია ქაოსი, ხოლო მასში წესრიგი შეაქვს დაოს. ამრიგად, როცა არაცხადიერი მასა „ცი“ გაიყო, წმნიდ ნაწილკებისაგან (იან) წარმოიქმნა ცა, ხოლო დაბინდილი ნაწილაკებისაგან (ინ) მიწა. ცისა და მიწის წარმოშობის შემდეგ ისინი ასხივებენ თავთავიანთ შესაბამის „ცის“. ცა ასხივებს დადებით ნაწილაკებს – იან–ცის, ხოლო მიწა უარყოფით ნწაილაკებს ინ–ცის. მათი ურეთიერთქმედებით წარმოიშობა სიცოცხლე, ადამიანი და ყოველი არსი. ინ-იანის გამოშვება ინის გამოშვებისა და იანის გამოშვების შერწყმით სრულდება. ინი სულიერ ენერგიას, იანი კი ფიზიკურ ენერგიას უკავშირდება, მათი კომბინაცია კი ჩაკრას ნინძიუცუდ გარდასაქმნელადაა საჭირო. იამატოს თქმით, ინისა და იანის ურთიერთმოქმედება ისეთი ტექნიკების წყაროა, როგორებიცაა ჩრდილის მიბაძვის ტექნიკა, მულტი-ზომის ტექნიკა, სამკურნალო ნინძიუცუ, გენძიუცუ და სხვა ისეთი ძიუცუები, რომლებიც რომელიმე ელემენტს არ ეფუძნებიან ექვსი გზის განდეგილი ინ-იანის გამოშვებას იმდენად სრულყოფილად ფლობდა, რომ ინის მეშვეობით მან თავის ფანტაზიებს ფორმა მისცა, იანით კი ისინი რეალობად აქცია და მათი გაცოცხლებაც კი შეძლო. ტობის თქმით, ამ უნარს ყოველი საგნის შექმნა ერქვა, რისი მეშვეობითაც ექვსი გზის განდეგილმა ათკუდიანის ჩაკრასგან კუდიანი ურჩხულები შექმნა. იზანაგიც ამ ტექნიკას ეფუძნება. შესაძლოა თეთრი ზეცუ და მისი არმია მადარა უჩიჰამ ნაწილობრივ ინ-იანის გამოყენებით შექმნა #anime #naruto #news
Damn Delicious
Poti · 1 month ago
შემწვარი ქათმის ფილე, სატაცური და პომიდორი
მომზადების წესი დავსეროთ ქათმის ფილე, კარგად შევაზილოთ მარილი, შავი პილპილი და ზეითნის ზეთი, მოვათავსოთ თასში, დავაწუროთ ლიმონი და გავაჩეროთ (რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ უკეთესია). მოზადების წესი ცხელ ტაფაზე დავდოთ კარაქი და შევწვათ ქათმის ნაჭრები. ქათამი რომ შეიწვება გადმოვიღოთ. იგივე ტაფაზე დავამატოთ ცოტა კარაქი და ცოტა ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, კარგად მოვურიოთ და დავაწყოთ სატაცური. სატაცურს მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. სისტემატურად უნდა ვურიოთ. 2-3 წუთში მივუწყოთ ჩერი პომიდვრები. შემდეგ მოვასხათ 2-3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინო. ავურიოთ კარგად და მზად არის#ფილე #ქათამი #შემწვარისქათამი #ქათმისფილე #culinary #food#photo #news