პრემიერ-მინისტრის მრჩეველის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრესსპიკერ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საჯარო სექტორს მიეცა დავალება, თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ უფრო შეზღუდოს და მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე გადავიდნენ.
„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება სამსახურებრივად იქნება აუცილებელი. ანუ სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე, აბსოლუტურ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, რათა მობრძანდნენ სამსახურში“ , - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, ანალოგიური რეკომენდაცია არის გაცემული კერძო სექტორისთვის.
„მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება“ , - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
#საქართველო
#კორონავირუსი
#კორონა