8 votes
comments
2 shares
Save
პირველადი მოხმარების 8 სასურსათო პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს
2498 reads
Headline
Tbilisi · 4 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრემიერის დავალების თანახმად, უკვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც 8 უმთავრეს სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.

დეტალების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ კალანდაძე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, გამოიკვეთა 8 სასურსათო პროდუქტი, რომელზეც ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი და შაქარი.

რაც შეეხება უშუალოდ მექანიზმს, თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, საუბარია კურსთა შორის სხვაობის სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მთავრობის დადგენილება დღეს გამოიცემა და პროცესს სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და საბანკო სისტემა განახორციელებენ.

„მოგეხსენებათ, ეს პროდუქტები იმპორტირებულია. ჩვენი ბიზნესი, როდესაც ამ პროდუქტებს ყიდულობს, ახდენს ლარის კონვერტაციას ბანკში. ჩვენ დავაფიქსირებთ ლარის კონვერტაციის კურსს, რაც კონკრეტულ დღეს იქნება, როდესაც კონვერტაცია ხდება და 3 ლარის ზემოთ სხვაობას სახელმწიფო დაფარავს. პირობითად თუ 1 დოლარი ღირს 3 ლარი და 10 თეთრი, სახელმწიფო ამ 10 თეთრიან სხვაობას დაფარავს, მას შემდეგ რაც პროდუქტი ქვეყანაში შემოვა, განბაჟდება და ყველა საბუთი ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად კურსის სხვაობის გამო, არ იქნება იმისი ობიექტური მიზეზი, რომ ეს 8 პროდუქტი გაძვირდეს. ამაზე შედგა შეთანხმება“,-აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, აღნიშნული დავალება ფასების ზრდის დაზღვევის მექანიზმის შემუშავების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუშინ მისცა.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ.

#news #politics #coronavirus #headline
Headline
Tbilisi · 4 months ago
8
Write a comment
2