4 votes
0 comments
0 shares
Save
პრეპარატ „რემდოსოვირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ
34 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ „რემდოსოვირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებები პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს.

„ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწაინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ. რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

#კორონავირუსი #საქართველო #მედიკამენტები
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც სამკურნალო პრეპარატს მიიღებს!
„მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან. “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. -ბატონო პაატა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა. იძლევა თუ არა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს და რა რაოდენობით ელოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას? -მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი. -საქართველოში არსებული ვითარება და მოსალოდნელი პროგნოზები, აჩენს თუ არა საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს? -საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, შემიძლია, ასე ვთქვა, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს. კიდევ უამრავი ჩემნაირი სამსახური დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება, წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა მივყვეთ მოვლენებს. -როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. რამდენ ხანში იქნება საზოგადოებას ვაქცინით სარგებლბის უფლება დაშვებული? -ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი - ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, მსოფლიოში რამდენიმეა. -შეესაბამება თუ არა რელობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი 30 გრადუს ტემპერატურაზე ქრება? -არა, რადგან ტროპიკული სარტყელის ქვეყნებში და მითუმეტეს, სახრეთ ნახევარსფეროსა და ავსტრალიაში, სადაც ზაფხულია, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსის გადაცემა მოხდა. ავსტრალიაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ იმის იმედი, რომ სითბოში და ზაფხულში უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გადაცემა, შეიძლება, გვქონდეს. მაგრამ ის, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ არ გავრცელედება, ამის იმედი არა გვაქვს. -საქართველოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა, ასევე, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პაციენტებზეც. რა მეთოდით მკურნალობენ ქართული მედიკოსები დაავადებულებს? -პროტოკოლი მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა. ქართველი, ჩინელი და იტალიელი ექიმები ამ ავადმყოფებს ყველა ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ. ვირუსული პნევმონიის დროს მიმდინარეობს არასპეციფიური მკურნალობა. ორგანიზმში რა ცვლილებებიც ხდება, იმას ვასწორებთ. საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი. “გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წმლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს. Tbilisi #news #opinion #coronavirus
Lasha Lasha
Kutaisi · 3 months ago
პრეპარატ „რემდოსოვირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ
„ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ. რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ქართული პროტოკოლი და დებატები პრეპარატ პლაქვენილის გარშემო
სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ ქვეყნებში მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდა. ამ დრომდე კლინიკურ ცდებს გადის რამდენიმე პრეპარატი, რომელთა მიმართაც არაებობს ჰიპოთეზა, რომ მათ შეუძლიათ კოვიდინფიცირებული პაციენტების განკურნება ან სიმპტომების შემსუბუქება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ჰიდროქსიქლოროქინი იგივე პლაქვენილი. პლაქვენილი აქამდე მალარიის, ამებიაზის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, შემაერთებელი ქსოვილის და კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ქლოროქინს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იყენებენ. ის 1934 წელს ჰანს ანდერსაგმა შექმნა. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა,რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აღნიშნული მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ. ,,რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია,” - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ის პირველი პირის განცხადებას. როგორც გაირკვა, ინფექციური საავადმყოფო პლაქვენილს თებერვლის თვიდან იყენებს, რადგან სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად ქართველი ინფექციონისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებულ მედიკამენტებს შორის პლაქვენილი ყველაზე ეფექტურია. აღნიშნული პრეპარატი ამსუბუქებს მდგომარეობას და აჩქარებს ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნას. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პლაქვენილი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, ძლიერი ხველება და სისტუტე, გონების დაბინდვა და რენტგენზე გამოჩენილი პნევმონია. თუმცა სოციალურ ქსელში სრულიად გამსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, რაც შემდგომ დიდი ვნებათაღელვისა და დებატების საგანიც გახდა. მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოში არსებული მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა. მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ამ პრეპარატს არ აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და მეტიც, მან შეიძლება პაციენტებში მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. მედიკოსის განცხადებით, მიიღო რამდენიმე საგანგაშო წერილი კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც სწორედ პლაქვენილის მეთოდით მკურნალობენ. გურულმა აღნიშნა, რომ პლაქვენილი რამდენიმე კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ. ,,ბატონი გურული სტყუის, თან უსინდისოდ,” - ასე გამოეხმაურა ქართული პროტოკოლის თანაავტორი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის კრიტიკას. მისი თქმით, ზურაბ გურულის პოსტი იყო ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაცია. ცერცვაძის განცხადებით, ქართულ პროტოკოლში გაწერილია, რომ უსიმპტომო პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და აღნიშნული პრეპარატი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, თანაც ექიმის დანიშნულებით. ცერცვაძემ განმარტა ისიც, რომ პროტოკოლის მიხედვით, „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ”. ამგვარად, იგი უარყოფს ექიმ ზურაბ გურულის ბრალდებას, რომ საქართველოში პლაქვენილს უსიმპტომო პაციენტებისთვის ან პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მკურნალობისას სწორედ პრეპარატ პლაქვენილს იღებდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა. ,,ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტი, რომელ­საც ვი­ღებ­დი. ჩემ შემთხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა და­ავადე­ბა. იქ, სადაც მძი­მე პნევ­მო­ნია ერთვე­ბა და სუნთქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა"- ჰყვება ნიკოლოზ გამყრელიძე. თუმცა გუშინ გამყრელიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პლაქვენილს იღებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაავადების ყველა სიმპტომი გამოეხატა. მისი თქმით, პლაქვენილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მშრალი ხველა აღარ ჰქონია და არც რაიმე სახის უკუჩვენება უგრძვნია. პლაქვენილის გარშემო მიმდინარე დებატებს ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მის შვილს სწორად უმკურნალეს. გამყრელიძემ სრული ნდობა გამოუცხადა თენგიზ ცერცვაძესა და საქართველოში მოქმედ პროტოკოლს. მან ახალგაზრდა კოლეგებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმის კრიტიკისგან. ასეა თუ ისე, დღესდღეობით არ არსებობს, ზუსტი კვლევა, დასკვნა თუ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა მედიკამენტი კურნავს კორონავირუსს და ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს - მედიკოსები საქართველოსა და მსოფლიოში დღეს იყენებენ ექსპერიმენტულ პრეპარატებს და ხელმძღვანელობენ მხოლოდ არსებულ გამოცდილებასა და მიმდინარე კვლევებზე დაყრდნობით.#პლაქვენილი #კორონავირუსი #პრეპარატი #tbilisidaily
Primetime
Tbilisi · 3 months ago
არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც საჭირო იყო ტესტის ჩატარება და არ ჩატარებულა – ამირან გამყრელიძე
„თებერვლის დასაწყისში ჩვენ ტესტირება დავიწყეთ ლუგარის ცენტრში, ბოლო 2 კვირაა მოვახდინეთ დეცენტრალიზაცია და დღევანდელი რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ექსპერტებთან ერთად შევთანხმდით, რომ უფრო მეტად მოხდეს განვრცობა და გეოგრაფიული მისაწვდომობა ტესტირებაზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიკოსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ყურადღება გავამახვილეთ ტესტირებაზე თუ ვის და როგორ უნდა ჩაუტარდეს ტესტი. გამოკვლეულია 1126 ნიმუში, თავიდან თებერვლის დასაწყისში ჩვენ ტესტირება დავიწყეთ ლუგარის ცენტრში, ბოლო 2 კვირაა მოვახდინეთ დეცენტრალიზაცია და დღევანდელი რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ექსპერტებთან ერთად შევთანხმდით, რომ უფრო მეტად მოხდეს განვრცობა, გეოგრაფიული მისაწვდომობა ტესტირებაზე და რომ, ტესტირების საშუალება, იქნება ეს, სწრაფი თუ ოქროს სტანდარტი ტესტირების, რომელსაც წარმოადგენს PSR ტექნოლოგია, ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართოდ კლინიკებისთვის. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, არ დაფიქსირებულა არცერთი ფაქტი, სადაც ტესტის ჩატარება იყო საჭირო და უარი ითქვა. „რამდენჯერმე მოგახსენეთ, რომ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვაქვს ტესტების მარაგი, რომლითაც ვაწარმოებთ რთული მოლეკულური ტექნოლოგიებით კვლევას. არცერთ შემთხვევაში ტესტზე უარი არ თქმულა იქ სადაც საჭიროა და როდესაც ტესტირების მოთხოვნა დღევანდელი შემთხვევის განსაზღვრის სტანდარტშია, მაგრამ გასაგებია ჩემთვის, რომ მოსახლეობისგან მოთხოვნა უფრო მეტია და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანას, გარდა PSR ტექნოლოგიებისა ჰქონდეს კიდევ ის ახალი, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება მსოფლიოში, ეს გახლავთ სწრაფი ტესტები, როგორც ანტიგენზე დამყარებული ისე ანტისხეულზე დამყარებული“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ტესტების შემოტანა ქვეყანაში, დროულად მოხდეს. „სერიოზული მუშაობა მიდის, რომ ქვეყანაში სწრაფად იყოს რეგისტრირებული და შემოტანილი. ამ საკითხებზე იქნა კონსესუსი მიღწეული ასევე დღეს დამსწრე ექსპერტებთან, მათ შორის რამდენიმე კერძო ლაბორატორიის წარმომადგენელთან და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო ყოველმხრივ ხელს შეუწყობს მათ, რომ სწრაფი რეჟიმით მოხდეს მისი იმპორტირება ქვეყანაში, რათა ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სამედიცინო ქსელში. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც საჭირო იყო ტესტის ჩატარება და არ ჩატარებულიყო – ამის რესურსი ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.
ამერიკის ხმა
Tbilisi · 2 weeks ago
ამერიკა რემდესივირს იმარაგებს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამერიკამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი იმ იშვიათი წამლის მთელი ოდენობა შისყიდა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ, ამ დროისთვის, შედარებით ეფექტურად გამოიყენება. ეს კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, თუ როგორ მიუწვდება ხელი დანარჩენ მსოფლიოს ამ მედიკამენტზე. რემდესივირი პირველი წამალია, რომელიც კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში წარმატებულად გამოიყენეს. მაგრამ ეს წარმატება თუ ეფექტი მაინც მცირეა. კლინიკაში მოთავსებული ის პაციენტები, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ, 4 დღით უფრო მალე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე - სხვები. წინასწარი კვლევის შედეგები არ აჩვენებს, რომ ის ადამიანების გადასარჩენად ეფექტურია, მაგრამ კვლევა გრძელდება. ამერიკის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის მწარმოებლისგან, ფარმაცევტული კომპანია Gilead-ისგან, დაახლოებით, ნახევარი მილიონი სამკურნალო კურსისთვის საკმარის ანტივირუსულ პრეპარატს გარანტირებულად მიიღებს. მათ შორის იქნება კომპანიის ივლისის წარმოების 100 % და აგვისტოს და სექტემბრის წარმოების - 90 %. "პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია არაჩვეულებრივ შეთანხმებას იმისთვის, რომ ამერიკელებს ჰქონდეთ წვდომა პირველ ავტორიზებულ წამალზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ", - განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა ალექს აზარმა. Gilead-მა ხელი მოაწერა სალიცენზიო შეთანხმებებს ჯენერიკ მწარმოებლებთან ინდოეთში, პაკისტანსა და ეგვიპტეში, რომ რემდესივირით 127 მცირე და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნანა მოამარაგოს. მაგრამ ეს ლიცენზია არ გულისხმობს ისეთ 70 დიდ, და საშუალო შემოსავლიან ქვეყანას, როგორებიცაა მაგალითად ბრაზილია, მექსიკა თუ ჩინეთი. "ეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარია", - ამბობს პეტერ მეუბარდუკი, აქტივისტთა გაერთიანება "საჯარო მოქალაქის" მედიკამენტებზე წვდომის პროგრამის დირექტორი. "თუკი ამერიკის მთავრობამ შეისყიდა წამლის სრული მარაგი, არ ვიცი საიდან მიიღებენ ისინი [სხვები] ამ წამალს", ამბობს ის. ჯერჯერობით ისიც არაა ცნობილი, თუკი ამ 127 ქვეყნის საჭიროების დაკმაყოფილება მოხერხდება, რადგან ამ დროისთვის მხოლოდ 2-მა ინდურმა მწარმოებელმა კომპანიამ დაიწყო წამალზე მუშაობა. "Gilead-ს როგორც ჩანს, არ აქვს გეგმა თუ როგორ დააკმაყოფილოს დაბალ და საშუალო-შემოსავლიანი ქვეყნები ამ გარდამავალ პერიოდში, სანამ სხვა მწარმოებლების შექმნილი პრეპარატები ჩაეშვება. გარდა ამისა, ჩანს, რომ კოპმანია მეტადაა ფოკუსირებული იმ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ბაზარზე, სადაც მას მეტი ფულის გაკეთება შეუძლია", - განმარტავს ჯესიკა ბარი, წვდომის კამპანიის ფარმაცევრი სამედიცინო ჰუმანიტარული ჯგუფიდან "ექიმები საზღვრებს გარეშე". ამ წამლით მკურნალობის ერთი კურსი შეერთებულ შტატებში, დაახლოებით, $3 200 ეღირება. ინდოელი მწარმოებელი Cipla აცხადებს, რომ ის წამალს $66-ად გაყიდის. თუმცა "კლინიკური და ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ Gilead-ის ფასი გონივრულია, რადგან წამალი აჩვენებს, რომ მას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. Gilead-მა პირველი 1.5 მილიონი დოზა მსოფლიოში უფასოდ დაარიგა. ჯანდაცვის სიახლეების ვებგვერდის "სტატის" თანახმად, შეერთებულმა შტატებმა აქედან 900 000 დოზა მიიღო. "ჩრდილო-აღმოსავლეთ უნივერსიტეტის" პროფესორი ბრუკ ბეიკერი ჯანდაცვის გლობალური ხელმისაწვდომობის პროგრამის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ თავდაპირველად ამერიკა ისედაც იყო ამ დონაციის პირველ რიგებში, ახლა კი ამერიკა სექტემბრის ბოლომდე ასევე პირველი იქნება რიგში შემდეგი ნახევარი მილიონი დოზის მისაღებად. "არ არსებობს სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ამერიკის მთავრობასა და კომპანია Gilead-ს შორის არის ფარული შეთანხმება, რომ გაუგებარი მიზეზით, ამერიკელები უნდა იყვნენ პირველები", - ამბობს ბეიკერი. Gilead-ი ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რემდესივირი მასზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხო ოდენობით ხელისაწვდომი იყოს. მისი განცხადებით, დაჩქარებული წარმოების პირობებში დეკემბრისთვის 2 მილიონი სამკურნალო კურსისთვის საჭირო მედიკამენტი იქნება მზად. #ახალი_ამბები#ყველაფერი_კორონავირუსზე
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება მაქსიმალურად შევაკავეთ, რითაც მოვიგეთ დრო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ე.წ. შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა. მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება მაქსიმალურად შეაჩერეს და ამით მოიგეს დრო, რომ ჯანდაცვის სექტორი სერიოზულად მომზადებულიყო. გამყრელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ვითარება მათი პროგნოზების შესაბამისად იცვლება. „შემთხვევების ზრდა იქნება. შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად „გაიწელა“, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის. ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებდით, შემიძლია გითხრათ, იმაზე ოდნავ ცოტაც არის. ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება და ვნახოთ“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სოციალურ დისტანცირებას, რომელიც მისივე განმარტებით, არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან საბრძოლველად. ამიტომ, გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დარჩნენ სახლში. „ამიტომ არის საჭირო, რომ ყველამ დავიცვათ ის ღონისძიებები, რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, რასაც გულისხმობს კარანტინი, თივთიზოლაცია, პირადი ჰიგიენა, ნაკლები დიდი შხვედრები, ნაკლები დიდი სუფრები, ნაკლები კი არა საერთოდ აკრძალულია. თუ ყველაფერს დავიცავთ, პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება. წამალი არა, წამალი გვჭირდება და მკურნალობა უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ხალხი, ამისთვის საჭიროა სოციალური დისტანცირება. თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მაშინ შესაძლებელია, ნაკლები დაზიანება იყოს“ ,- აღნიშნა გამყრელიძემ.
ლიმონი ლიმონი
Tbilisi · 1 month ago
ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე?
ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ცნობიერების ზედაპირზე ამოტივტივდა და თავისი მკაფიო გამოხატულება ჰპოვა აზრმა სათანადო საცხოვრისის შესახებ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობის მასშტაბები ვიწრო დისკუსიებს არ გასცდენია, ვინაიდან მას არ მიუღია პოლიტიზირებული ხასიათი. ანუ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური კონიუნქტურა, საცხოვრისს, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, არ აღიარებს და ეს საკითხი სიმბოლური პოლიტიკური წესრიგისგან მაქსიმალურად გამიჯნულია, მაშინ, როცა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტები და რიგი ქვეყნების კონსტიტუციები ამ უფლებას ნორმად აქცევენ. ჩვენთან ამას ერთადერთი ახსნა აქვს - თუ სახელმწიფო თავად აიღებს ხელში საბინაო პოლტიკის სტანდარტიზაციის მექანიზმებს, მაშინ იგი ამით შეურაცხყოფს „ბაზრის“ ლოგიკას, რომელიც თავისი მტაცებლური და ანტისაზოგადოებრივი ბუნებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ და უპირობო დისკურსად იქცა. სანამ საბინაო პოლიტიკის აუცილებლობაზე დავიწყებთ საუბარს, საჭიროა თვალი გადავავლოთ პოსტსაბჭოთა პერიოდში ნეოლიბერალური რეფორმების შემდეგ განვითარებულ ისტორიულ კონტექსტებს. თუკი, მაგალითად, 1988 წლისთვის ურბანულ ნაწილში საბინაო რესურსის პროცენტულობა საჯარო და კერძო სექტორებზე 79/21 პროპორციით არსებობდა, პოსტსაბოთა პერიოდში ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი პირველი ხელისუფლების მიერ ინიცირებლი „ბინების პრივატიზების შესახებ“ აქტი იყო, რომელმაც ნორმატიული სარჩულის მორგება ჩვენთვის კარგად ცნობილი ისტორიული კონტექსტების გამო ვერ მოახერხა. ამის შემდგომ, ცხადია, სამოქალაქო ომის დროს საბინაო პოლიტიკისთვის არავის სცხელოდა, ხოლო შევარდნაძის პერიოდში დაწყებულ პტივატიზაციის უსუსურ და უსისტემო ტალღას თან ერთვოდა საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზების მოშლა, ქალაქგეგმარებითი სტრატეგიების სრული კოლაფსი, კორუფცია და მტაცებლური სპეკულაციები. პრობლემამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია შეიაღაღებული კონფლიქტების შემდგომ დევნილთაა ნაკადის ზრდის გამო. სახელმწიფოს კი ამის პრევენციისთვის მკაფიო პოლიტიკა არ გააჩნდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ იწყება ნეოლიბერალური რეფორმებისა და საბინაო სექტორში მასშტაბური პრივატიზაციის მორიგი ტალღა. საბინაო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ სრულად ჩამოიშორა და იგი კერძო ბიზნესს მიანდო, თავად კი ხელი მიჰყო დერეგულაციის პოლიტიკას, რამაც მალევე წარმოშვა ისეთი სიმპტომატური ხასიათის ნიშნები, რგორიცაა „დუმილი თანხმობის ნიშანია“ ან „ერთი სარკმლის“ პრინციპი. რის შედეგადაც გამარტივდა ადმინისტრაციული წარმოება, მოიშალა სამშენებლო სექტორზე ზედამხედველობისა და კონტროლის რეალური მექანიზმები. სწრაფი ტემპით შეიცვალა ურბანული სტრუქტურა, დერეგულაციამ ხელი შეუწყო მშენებლობის მასშტაბების უკონტროლო ზრდას, რის შედეგაცად ბაზარი სპეკულაციურმა სამშენებლო ბიზნესმა დაიკავა. ამის პარალელურად გაიზარდა კერძო პირების დაკრედიტების პრაქტიკა. რასაკვირველია, გაიზარდა იპოთეკური სესხების რაოდენობაც. სამშენებლო კომპანიებმა წინასწარ დაიწყეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მრავალსართულიან კომპლექსებში ფულის აღება. მარტივად რომ ვთქვათ, საბინაო პოლიტიკა გამოვიდა საჯარო ინტერესიდან და იგი დაეფუძნა „კერძო“ ლოგიკას - ადამიანს საკუთარი კეთილდღეობის შედეგად თავად უნდა მოეხერხებინა საცხოვრისის უზრუნველყოფა. თუმცა 2008 წელს საქართველო ერთდროულად აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკური და რუსეთ-საქართველოს ომის კრიზისის წინაშე, რომლის შედეგებიც კონკრეტულად საბინაო პოლიტიკის კუთხით სავალალო და მოუშუშებელი აღმოჩნდა. კრიზისის გამო მშენებლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სტაგნაცია განიცადა, ხოლო ის ათიათასობით ადამიანი, ვისაც წინასწარ ჰქონდათ ფული გადახდილი, ბინის გარეშე დარჩა. იქედან გამომდინარე, რომ დერეგულირებულ სექტორში კომპანიის შემოჭრა უკონტროლოდ ხდებოდა, ხოლო მათი პასუხისმგებლობის დაყენების მიზნით სახელწმიფო არანაირ ბერკეტს არ იტოვებდა, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა სრული ზარალის აღრიცხვა. მიუხედავად წლების შემდგომ განხორციელებული ფასადური ცვლილებებისა, სამშენებლო ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე დაურეგულირებელ სექტორად რჩება საქართველოში. დამოუკიდებლობის ისტორიაში არც ერთი მოწვევის პარლამენტს დღის წესრიგში არ დაუყენებია საბინაო პოლიტიკის საკითხი და საკუთარ თავზე არ აუღია უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე პასუხისმგებლობა. უსახლკარობა ამ დრომდე რჩება ქყვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. წესით პანდემიას უფრო მეტი აქტუალობა უნდა შეეძინა ამ საკითხისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური წრეები ისევ დუმილს ირჩევენ. დღესაც არ არსებობს მკაფიო და კონსტრუქციული გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად, ეს კი იმ სოციალურ კონტექსტში, როცა 1 კვ.მ ბინის ფასი დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე. უსახლკაროთა რაოდენობის დინამიკა დრამატულ ზრდას განიცდის. 2017 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 6000-ზე მეტმა პირმა მიმართა სახელმწიფოს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის. ამ საკითხზე სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა შესაბამისი კვლევა. ამის მიზეზი კი შეიძლება ერთგვარი შიში იყოს. შიში იმისა, რომ სრულმასშტაბიანი კვლევის შედეგად მას უსახლკაროთა საგანგაშო რაოდენობა შერჩება ხელში. თუ შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღა დაიწყება, სიცივესთან ერთად კიდევ უფრო რთული გახდება მისი მართვა. მივიღეთ მკაფიო მოცემულობა - თუ არ გაქვს სახლი, ვერ შეძლებ თვითიზოლაციას, ხელების საათობრივად დაბანას, ვერ დაემალები ვირუსს და იქნები მისი გავრცელების პოტენციური წყარო. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საბინაო პოლიტიკის მოგვარება არა უბრალოდ ჰუმანური აქტი, არამედ გარდაუვალი აუცილებლობის საგანი გახდა. აქ კი ჩნდება მარტივი კითხვა - ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე? პასუხი კი ასევე მარტივია. ჩვენ უკვე ვნახეთ სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის ჩამოშორებისა და მისი კერძო სექტორზე გადაბარების პოლიტიკა როგორ შევიდა ჩიხში. ვნახეთ, თუ როგორ დამარცხა საჯარო ლოგიკის წინააღმდეგ კერძო ლოგიკა. პანდემიამ კი ეს სურათი კიდევ უფრო მკაფიოდ გადაგვიშალა თვალწინ. ვირუსის გამო მსოფლიომ სხვა რეალობაში გაიღვიძა - უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებლობის რეალობაში. ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ კოლექტიური, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სოციალური სერვისების მშენებლობაზე. მათ შორის იმ იდეაზეც, რომ საცხოვრისის ქონა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გამოგვყევით Facebook-ზე: //
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ამირან გამყრელიძე - საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების იმაზე ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკმაოდ რთული იქნება აპრილისა და მაისის თვის დასაწყისი. ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სოციალური დისტანცირებისკენ. „ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება, ვიხმარე ეს ტერმინოლოგია - პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კირიზისული. ისიც ვთქვი დაახლოებით, 10 დღის წინ, რომ ამ სტადიაში შევდივართ, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით დრო მოვიგეთ და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის. ამ კვირის ბოლოს, რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება. ამიტომ არის საჭირო, ყველამ დავიცვათ ის ღონსიძიებები, რასაც საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, თვითიზოლაცია გულისხმობს. აუცილებელია პირადი ჰიგიენა, ნაკლები დიდი შეხვედრები, ნაკლები დიდი სუფრები და ა.შ. ნაკლები კი არა, საერთოდ აკრძალულია სუფრები. ამ ბრძოლაში პირველი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება! წამალი და მკურნალობა გვჭირდება უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ადამიანი, საჭიროა, სოციალური დისტანცირება, თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მაშინ ნაკლები დაზიანება შეიძლება იყოს. რაც შეეხება მედპერსონალს, პირველ რიგში, მადლობა ჩემ კოლეგებს, მთლიანად საქართველოს მედპერსონალს, ექიმებს, ექთნებს, უმცროს სამედიცინო პესრონალს, ისინი ყველანი თავდადებული ადამიანები არიან, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ლაბორატორიებს, ყველას, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული“, - განაცხადა გამყრელიძემ.#stopcovid19 #covid19 #coronavirus #georgia #pandemy
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
თბილისის მერია დეზინფორმაციისა და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ კამპანიას იწყებს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ხვალიდან დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში, ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება დიდი პრობლემაა, რომელსაც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა. „ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება და პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიამ ამ თითქმის სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული მიმართულებით. ჩვენ ვთქვით, რომ მერიის უწყების საჯაროობა, მუშაობის პროცესის თვალის დევნება, თანამონაწილეობა და ჩართულობა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ”, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, დედაქალაქის მერია არ ერიდება პრობლემებზე საუბარს. “თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ საკმაოდ აქტიური ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო თბილისის მოსახლეობას ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ხორციელდება, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. ასევე, არ ვერიდები პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბარს, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს. არ გვერიდება ამაზე საუბრის იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში პრობლემების მოგვარება, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში დაგროვდა ჩვენს ქალაქში. არ გვერიდება ამ პრობლემებზე საუბრის, მაგრამ ამასთანავე, ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით. ასე რომ, თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში. ხვალ, 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობს კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, პოლიტიკოსები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ. „არჩევნები ახლოვდება და ეს კონკრეტული პოლიტიკოსები თუ მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში , რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ასე რომ, გვიყურეთ ხვალ, 22:00 საათზე იმისათვის, რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე და სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, - განაცხადა კალაძემ.