60%-მდეც არ არის გამორიცხული, რომ შევძლოთ ხმების მიღება-კობახიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139339 60%-მდეც არ არის გამორიცხული, რომ შევძლოთ ხმების მიღება-აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებას" ყოველი მეორე ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. "გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმის პროგნოზირებისთვის, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" ნამდვილად დაუჭერს მხარს, ეს შეიძლება, იყოს ბევრად უფრო მეტი, 60%-მდეც არ არის გამორიცხული, რომ შევძლოთ ხმების მიღება, ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენს მუშაობაზე და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, საზოგადოებაზე"-განაცხადა კობახიძემ.
0