26th Tbilisi Jazz Festival | 9-11 May

8
9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს.
წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები, როგორც ყოველთვის მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
ფესტივალი ჩატარდება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”, სადაც სტუმრებს განსხვავებულ ღონისძიებებზე დასწრება სხვადასხვა სივრცეში შეეძლებათ.
ფესტივალი პროგრამა:
9 მაისი
20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - ლუკა თოფურია და მისი ბენდი
21.00 სთარ სთეიჯი - ჯაზ თეიქს სუპერგრუპ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason)
10 მაისი
20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“- მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
21.00 სთარ სთეიჯი - გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”)
11 მაისი
20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju)
21.00 სთარ სთეიჯი - ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)
ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:
ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ ჯაზის საათი “
კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა
კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა
ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.
თიბისი კონცეპტ ბარათებზე მოქმედებს -20% ქეშბექი
არაკონცეპტ თიბისი ვიზა ბარათებზე მოქმედებს -10% ქეშბექი
ბილეთები დეტალურად იხილეთ აქ
8