27ნოემბერი

14
მთვარის მეოთხე ფაზა 🌑🌑🌑  24-ე დღე. წლის დასრულებამდე დარჩა 34 დღე.
27 ნოემბერს დაბადებულები დახვეწილი ნატურები არიან. მათ განასხვავებს თანაგრძნობა, მგრძნობიარობა. არიან კეთილმოსურნენი, გულღია, კომუნიკაბელური ადამიანები, სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვთ და ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად, ხანდახან - საკუთარი თავის საზიანოდ.
27 ნოემბერს დაბადებულები იდილიურ რეალობაზე ოცნებობენ, რომელიც უდიდეს ჰარმონიად, პრაქტიკულად, სამოთხედ წარმოუდგენიათ. სამყაროს არასრულყოფილება მათში იმედგაცრუებას იწვევს და ამას ღრმა დეპრესიის პროვოცირება შეუძლია.
ამ დღეს დაბადებულები სხვა მშვილდოსნებს არ ჰგვანან. ისინი ძალზე კეთილი და ურთიერთობებში გულღია არიან. არ ახასიათებთ ვინმეს კრიტიკა, უბრალოდ, ისწრაფვიან ნებისმიერი ადამიანის გაგებისა და მისი საქციელის გამართლებისკენ. არიან ნაზი, მეოცნებე, მოსიყვარულ ადამიანები, ხშირად ძალზე მიმნდობი. მათი სიკეთით ბევრი სარგებლობს.
ამ ადამიანებს სხვის პრობლემებში ზედმეტად ჩაღრმავება სჩვევიათ. ამით ისინი ზიანს აყენებენ საკუთარ თავსაც და მასაც, ვისაც დახმარება სჭირდება. დამხმარის პოტენციალი ოცნებებზე იხარჯება.
27 ნოემბერს დაბადებულები არაორდინარული პროფესიონალები არიან. არიან ჭკვიანი ადამიანები, აქვთ სპეციალისტისთვის საჭირო ყველა უნარი, მაგრამ მათი პრაქტიკაში გამოყენება ყოველთვის არ შეუძლიათ. ეს მათი იმპულსურობის ბრალია. იმპულსურად მოქმედების დროს ისინი იშვიათად ჩერდებიან, რათა შეამოწმონ, რამდენად სწორია მოძრაობის მიმართულება. შედეგად საქმე ზარალდება. არიან რთული თანამშრომლები, მაგრამ ძალზე სულიერი ადამიანები.                    
27 ნოემბერს დაიბადა კონსტანტინე აფხაზი გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.  
“მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს". ეს მისი უკანასკნელი სიტყვებია.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ფილიპე მოციქულის  და გრიგოლ პალმას ხსენების დღეს.🙏🙏🙏
დღის საკითხავი : 
ცხოვრება შეიძლება იყოს მშვენიერი, თუ – კი არ გეშინია მისი.“
„ჩემი ტკვილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასდროს იქნება ვინმეს ტკივილის მიზეზი.“
„სწორედ ესაა უბედურება მსოფლიოსი, რომ ჩვენვე ვიძულებთ საკუთარ თავს.“
„მე არ შევუერთდები არცერთ კლუბს, რომელიც ჩემს წევრად მიღებას გადაწყვეტს.“
„სასოწარკვეთილება არის ნარკოტიკი. ის დროებით სიმშვიდეს ჰმატებს გონებას გულგრულობის პროცესში.“
„მე მჯერა, რომ ჩემი სული წვრილმანიდან დაიბადა.          
“მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი.“ (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით)                          
ჩარლი ჩაპლინი
  • ავოკადო - 2 ცალი მწიფე 
  • ტკბილი წიწაკა - სხვადასხვა ფერის 2 ცალი 
  • მსხალი - მწიფე, მაგრამ მაგარი სახეობის. 1 ცალი 
  • ნიორი - 1 კბილი 
  • ლიმონის წვენი - 1 ცალი 
  • ყველი (მაგარი სახეობის) - 50 გ 
  • ნიგვზის ზეთი - 1 ს/კ 
  • მარილი - გემოვნებით 
  • შავი პილპილი - გემოვნებით
 მომზადების წესი:              
ტკბილი წიწაკა და მსხალი გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გულები და დაჭერით მსხალი ჩხირებად, ხოლო ტკბილი წიწაკა - მსხვილ წრეებად.
ჩხირებივით დაჭერით ყველიც.
ავოკადო გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა, გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოასხით ლიმონის წვენი.
აიღეთ ღრმა სასალათე და აურიეთ მასში დაჭრილი მსხალი, წიწაკა, ყველი და ავოკადო.
ნიორი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. პატარა ჯამში ათქვიფეთ ნიგვზის ზეთი, მარილი, პილპილი და ნიორი. მოასხით მიღებული სოუსი სალათს და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!
14