27 თებერვალი

11
მთვარის მეოთხე ფაზა🌔🌔🌔.

ვარსკვლავები ამბობენ:

27 თებერვალს დამოუკიდებელი, ჭკვიანი, მიზანსწრაფული, ამბიციური ადამიანები იბადებიან. მათ უზარმაზარი შემოქმედებითი ძალები აქვთ, არიან პრაქტიკული და რისკიანები. ეს ადამიანები კარგი ხელმძღვანელი, ორგანიზატორები არიან, უყვართ ხალხში ყოფნა. აქვთ უჩვეულო ინტუიცია. თუ ბუნებით ჩადებულ დადებით საწყისს განავითარებენ, სრულყოფის გზით ივლიან, ბედნიერი ცხოვრება ელოდებათ როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით.
27 თებერვალს დაბადებულები კოლეგების მიმართ ლოიალური არიან. მათ შეუძლიათ გარე პირობებთან ადაპტირება და ამაზე დიდ ენერგიას ხარჯავენ. აინტერესებთ ადამიანთა ქცევა, სამყაროს მოწყობა, შინაგანი და გარეგანი ჰარმონია ამ სამყაროში. ასეთი რეალისტური დამოკიდებულება ამ დღეს დაბადებულებს საკუთარი „მეამბოხე" სულის დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს. ისინი ცხოვრების თითოეულ დეტალებს წვრილმანებში გეგმავენ, ეყრდნობიან თავიანთ სიბრძნესა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას და უფრო და უფრო რთულ და ამბიციურ პროექტებს ისახავენ მიზნად. ამ დღეს დაბადებულთა პირადი ცხოვრება რთულად ეწყობა - ისინი არ იღებენ ყურად ინტუიციის კარნახს, მთელი თავით, ხშირად და იოლად ეშვებიან სიყვარულის მორევში და ასევე ხშირად და იოლად უცრუვდებათ იმედები.
ამ დღეს დაბადებულებისთვის ბედნიერება მოაქვს სამეცნიერო სფეროებში მუშაობას, როდესაც მათზე მოთხოვნაა, სადაც შეუძლიათ საკუთარი თავი, ნიჭი და ცოდნა წარმოაჩინონ. როგორც წესი, მათ თავიანთი ინტელექტის დონის მეგობრები და კოლეგები ესაჭიროებათ გარშემო. ისინი ისწრაფვიან საზოგადოების მართვისკენ, ან ცოტა ზეგავლენისკენ მაინც. ზოგიერთს იმის მოთხოვნილებაც კი აქვს, რომ სხვებზე მაღლა იდგეს. მაგრამ მეტი სიფრთხილე მართებთ, რომ გვერდით მყოფი ადამიანები არ დათრგუნონ. 27 თებერვალს დაბადებულებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ძალზე დიდი იშვიათობაა მათთვის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „გიჟური" საქციელის ჩადენა, რადგან ამისთვის მწარედ აგებენ პასუხს, დაანგრევენ ბევრ რამეს როგორც საკუთარ, ისე ახლობლების ცხოვრებაში.

რჩევა 27 თებერვალს დაბადებულებს:

ძალაუფლების მოპოვებისკენ მიმართული ენერგია საკუთარი თავის განვითარებაზე მიმართეთ. ეს გზა უნდა იყოს სულიერი აღზრდის გზა. ყველას კეთილად მოეპყარით. დრო საკუთარ საქმეებს დაუთმეთ და არა სხვისას, არ გაექცეთ სირთულეებს.

27 თებერვალს დაიბადნენ :

კონსტანტინე დიდი - რომის იმპერატორი.
კაცობრიობამ დასაბამიდან დღემდე უამრავი ეტაპი გაიარა: სარწმუნოების შექმნა და მიღება, გაუთავებელი ომები, უნიკალური ელინისტური კულტურის გავრცელება, ახალი კონტინენტების აღმოჩენა , მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევები და სხვა. ყოველივე ეს დაკავშირებულია ადამიანებთან, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევით, გონებით, მისწრაფებებით სამყარო შეცვალეს და დაგვიტოვეს ისეთი როგორიც არის ის დღეს
კონსტანტინე I დიდი
„იმპერატორობის მოპოვება ბედის საქმეა, მაგრამ ვინც ბედისწერის ძალამ მბრძანებლად დასვა, იგი კიდევაც უნდა ცდილობდეს უმაღლესი ძალაუფლების ღირსი შეიქმნესო“ ეს სიტყვები ეკუთვნის ისეთ დიდ პიროვნებასა და იმპერატორს, როგორიც იყო გაიუს ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუსი.
ისტორიკოსთა თქმით, იგი არაფერს ერიდებოდა პირადი ხელისუფლების ამაღლებისა და განმტკიცებისათვის ბრძოლის გზაზე. კონსტანტინე დიდის გამორჩეული საქმიანობა იწყება რომის იმპერატორობიდან, კერძოდ, 306 წლიდან. 325 წლიდან კონსტანტინე I დიდი რომის იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. მის დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმპერიის ბიუროკრატიული და აბსოლუტურ-მონარქიული სისტემა. მის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი შესანიშნავი ქალაქის დაარსება, როგორიც გახლდათ კონსტანტინოპოლი. სწორედ მან ჩაუყარა ბიზანტიას საფუძველი, საიდანაც უძლიერესი იმპერია წარმოიქმნა. თავდაპირველად კონსტანტინე მამის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთში ყოფნისას ლეგიონებმა იგი ავგუსტუსად გამოაცხადეს, წარმატებული სამხედრო საქმიანობამ კი შედეგად იმპერატორობა მოუტანა.
მე-3 საუკუნეში რომის იმპერატორების მიერ იდევნებოდა ახლად აღმოცენებული ქრისტიანობა. კონსტანტინე დიდი იყო პირველი იმპერატორი ვინც 313 წელს მილანის ედიქტი გამოსცა, რომლის ძალითაც ქრისტიანობა დასაშვებ რელიგიად იქცა. მოგვიანებით 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოიწვია ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო იმდროინდელი მწვალებლური მოძრაობა არიოზელობა და მიიღო ერთიანი რწმენის კანონი (სარწმუნოების სიმბოლო).
მან ოფიციალურ რელიგიად აღიარა ქრისტიანობა და სიკვდილის წინ თავადაც გაქრისტიანდა . სწორედ ამიტომ მას წმინდა კონსტანტინედ, მოციქულთა სწორადაც იხსენიებენ. გარდა ამ რეფორმისა მის სახელთან დაკავშირებულია, პრეტორიანული გვარდიების გაუქმება და მის ნაცვლად სასახლის დაცვის კორპუსის შემოღება. აღსანიშნავია, რომ მან დაყო არმიები სასაზღვრო და შინა სამსახურების ნაწილებად. მონეტა სტაბილური გახადა, რითაც ქვეყანაში თავიდან აირიდა ინფლაცია. რაც მთავარია მან დიდი წინააღმდეგობა გაუწია ბარბაროსთა შემოსევებს. მან ამით რომი განადგურებისაგან იხსნა (476წლამდე). დადებითი რეფორმების გარდა, მის სახელთანაა დაკავშირებული თანამედროვე სახელმწიფოებისათვის ყოვლად მიუღებელი კანონები.
კონსტანტინემ ორჯერ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც მონათმფლობელებს მიენიჭათ უფლება განუკითხავად მოეკლათ მათ მფლობელობაში არსებული მონები. კანონში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ თუ ბატონი მონას მოკლავდა იგი არამხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა , არამედ ეს საშინელი ქმედება ურჩი მონის „გამოსწორებისთვის“ ზრუნვად ითვლებოდა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონა პატრონს გაექცეოდა და უცხოტომელს შეეხიზნებოდა, სახელმწიფო მისი დასჯის პასუხიმგებლობას თავის თავზე იღებდა. იგი მონას პატრონს არ უბრუნებდა და თავად სჯიდა არაადამიანური მეთოდებით, როგორიც იყო ფეხის მოკვეთა ან მაღაროში სამუშაოდ გაგზავნა. იმ შემთხვევაში თუ რომაელ ქალს მონასთან სამიჯნურო კავშირი ექნებოდა კოცონზე წვავდნენ. იგივე კანონი ღარიბ რომაელ ქალს შვილების მონად გაყიდვის უფლებას აძლევდა.“ მოციქულთასწორად’ შერაცხილი რომის იმპერატორის -კონსტანტინე დიდის მიერ გამოცემული კანონები წარმოადგენდა მონათა კლასის დამთრგუნველ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ იარაღს. ისტორიკოსთა თქმით მასში გულქვაობა და სისასტიკე სძლევდნენ გულმოწყალებასა და სულგრძელობას. ამის მაგალითია გალიაში ლაშქრობის დროს მისი ბრძანებით ამფითეატრში ტყვეების მასობრივი დაგლეჯა მხეცების მიერ. მან ასევე არ დაინდო საკუთარი სიძეები, სიმამრი, ლიცინიუსის თერთმეტი წლის ბავშვი და რაც მთავარია საკუთარი მამა და შვილიც კი დაახოცინა.
ამდენად, კონსტანტინე დიდის სახელთან დაკავშირებულია, როგორც საამაყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ასევე საშინელი კანონები, რომელთაც ყველა დიდი მმართველის ისტორიაში შევხვდებით, „ნამდვილ ქრისტიანად „წოდებული იმპერატორის სიტყვები ნათლისღების დასასრულს იყო „ახლა გაქრა ყოველგვარი ორაზროვნება“. ამ სიტყვებში კი არამხოლოდ მისი რელიგიური ყოყმანი , არამედ მთელი მისი ცხოვრების შემაჯამებელი მოღვაწეობა იგულისხმება.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

საღამო ხანი იყო. ბინდდებოდა. წმინდა ანას მცირე სკიტში, ერთ-ერთი კალივის ეზოში, გადამხმარი ასკეტური მთის მახლობლად, რომლის ძირსაც ზღვა ელამუნებოდა, – იგი თითქოს ფეხს ბანდა მთას, – ორი მონაზონი საუბ­რობდა: მოძღვარი და მოწაფე. დაისის სიჩუმეს მხოლოდ ზღვის დაუცხრომელი ხმაური არღვევდა. ზღვის ხმაური განდეგილ მამათა ლოცვის საუკეთესო აკომპანემენტია – სალი კლდეების მწვერვალებზე რომ დგანან და ზეცად ხელაპყრობ­ილებს მთელი ქვეყნიერება უპყრიათ. საუბარი გრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს უმცროსი მონაზონი წამოდგა, თაყვანი სცა მოძღვარს და კალივისკენ გაემართა, სადაც კიდევ ერთი მონაზონი იცდიდა. 
– დაამთავრე, მამა ონოფრე?
– დიახ, მამა ილარიონ.
– მაშინ მე წავალ.
ახალგაზრდა ბერი მსუბუქი ნაბიჯებით მიუახლოვდა მოძღვარს. 
– მაკურთხე, გერონდა!
– იცოცხლე, ილარიონ! იცოცხლე, ჩემო პატარა ანგელოზო! მოდი, აქ დაჯექი.
დიდი ხანი არ იყო გასული მისი აღკვეციდან. ღვთისადმი სიყვარულმა ის ნათესავებსა და მშობლიურ მხარეს – სმირნის ბრიულას მოსწყვიტა და აქ, მოღვაწეთა სამკვიდრებელში მოიყვანა. სამი წელი (1879-1882) მორჩილი იყო, ხოლო როცა ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა, იგრძნო, რომ მის ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. ის უკვე გიორგი ჰაჯიტასუ კი არა, წმინდა ანას მცირე სკიტის ბერი – მამა ილარიონი გახლდათ; ის უკვე მიეკუთვნებოდა ღმერთს, და არა ადამიანებს, და ღვთაებრივი სიხარულით იყო აღსავსე. 
მას ჯერ კიდევ წინა საღამოდან სურდა, უფრო დიდ­ხანს დარჩენილიყო თავის მოძღვართან, რათა მისი ღვთივმიმადლებული საუბრით დამტკბარიყო. ცოტა ხანი აზრების გახსნას დაუთმეს. შემდეგ ბერმა ჰკითხა:
– შვილო ილარიონ, მოგეწონა შენი სახელი?
– ძალიან, გერონდა.
– და იცი, რატომ დაგარქვი ეს სახელი?
– როგორ არა, შენ ხომ "ბაბუას" – შენი ნეტარი მოძღვრის, მამა ილარიონის სახელი შემირჩიე.
მამა საბას თავისი სულიერი მამის გახსენებაზე თვალები ცრემლებით აევსო, და ეს არ იყო პირველი შემთხვევა.
– დაე, მისმა ლოცვებმა განგვამტკიცოს. დაე, მუდამ თან გვსდევდეს მისი ლოცვა-კურთხევა. და შენ, ჩემო შვილო, მთელი გულით გისურვებ, რომ მისი ნიჭები მემკვიდრეობით მიგეღოს. შვილიშვილები ხომ ბაბუებს ემსგავსებიან. ღმერთმა ქნას, მისი სათნოებების მიმბაძველი შეიქნე და არა მარტო შენი სახელით გამახსენო ხოლმე ის, არამედ მთელი შენი ცხოვრებითაც.
– შენი ლოცვით, გერონდა! ღმერთმა ინებოს!
ცოტა ხნით სიჩუმემ დაისადგურა.
– დაე, შვილო ილარიონ, მისი წმინდა ცხოვრებისთვის მიგებაძოს. მთელი მისი სულიერი სამყარო, აზრები, სურვილები, გადაწყვეტილებები – ნათლით იყო მოსილი. მის ცისკროვან, თბილ სახეზე, მის სუფთა თვალებში თითქოს უფლის სახე ირეკლებოდა. მის მზერაში სამოთხის ბრწყინ­ვალება კიაფობდა. ო, რა გამოხედვა ჰქონდა! ხშირ შემთხვევაში ვერც კი ვბედავდი თვალებში შემეხედა მისთვის. ისინი პირდაპირ გიზგიზებდნენ. ეს იყო წინასწარმეტყველის თვალები!
– დიახ, გერონდა, შენ ნათქვამი გაქვს, რომ მას წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა.
– ჰო, შვილო, და ეს არცაა გასაკვირი. "წმიდანი გულითა" წინასწარმეტყველურ ხედვას მოიპოვებენ. რას წერს ჩვენი მოძღვარი და მასწავლებელი – წმინდა ბასილი დიდი? "უმანკო და ყოველგვარი ბიწისგან განწმენდილი სულები წინასწარმეტყველების ნიჭით განათლდებიან". სადაც გულის სიწმინდეა, იქ სულიწმიდა, "რომელი იტყოდა წინაჲს­წარმეტყუელთა მიერ", თავის კარავს აღმართავს.
– როგორც ჩანს, გერონდა, მისი ღვთისადმი სიყვარული განუზომლად დიდი იყო.
– მისი გული, შვილო, იწვოდა ღვთის სიყვარულით. მაშ, სხვას რას უნდა ეიძულებინა, შორეული კავკასიიდან მთაწმინდაზე ჩამოსულიყო? მას არ შეეძლო სიცოცხლე ქრისტეზე ფიქრის გარეშე. ნეტა გენახა, როგორ წირავდა, როგორ ეზიარებოდა! ჩაივლიდა კი თუნდაც ერთი დღე წმინდა ზიარების გარეშე?! იტყოდა ხოლმე: "ჩემდა ცხოვრებაჲ ქრისტე არს" (ფილიპ. 1, 21). და ყოველ პარასკევს, შეიძლება ითქვას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან და წმინდა იოანე ღვთის­მეტყველთან ერთად ჯვარცმის წინაშე იდგა. აი, ასე ღ­რმად განიცდიდა ის მაცხოვრის ვნებებს და მათ მიმართ დიდი კრძალვის გამო ამ დღეს არასდროს არაფერს იხმევდა.
მოძღვარი საუბარს განაგრძობდა, მოწაფის თვალწინ კი კურთხეული ილარონ ბერის სათნოებები და ნიჭები იშლებოდა. უსმენდა ახალგაზრდა მონაზონი, უსმენდა, და ვერა და ვერ ძღებოდა. საღმრთო მოშურნეობით აღძრული მისი სული ისე ღელავდა, როგორც ძლიერი ქარისგან აზვირთებული ზღვა. 
– შენი "ბაბუა", შვილო ილარიონ, ჭეშმარიტად წმინდანი იყო. დაე, ის იყოს შენთვის მისაბაძი მაგალითი.
იმ საღამოს, როგორც კი ახლადაღკვეცილ მონაზონს მიერულა, ძილ­ში ანგელოზებრივი ჩვენება იხილა: თავისი "ბაბუა" – მამა ილარიონი.
მშვიდობას გისურვებთ, მშვიდობა უკრაინას და სრულუად მსოფლიოს, არა ომს , არა სიხულვილს!!!
💙💛💙💛💙💛💙💛💙💛💙💛💙💛
11