პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139357 გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს. „ეს უკვე მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრის და ეკონომიკური კრიზისიცაა. გლობალური უმუშევრობა, შესაძლოა, სულ მცირე 5.3 მილიონით გაიზარდოს, ხოლო უფრო სხვა სცენარით, 24 მილიონით“, -ნათქვამია განცხადებაში. გაერო არსებულ ვითარებას 2008-2009 წლების კრიზისსაც ადარებს. ცნობისთვის, აღნიშნულ წლებში სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა.
0