დამაიმედებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად - გამყრელიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139361 დამაიმედებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად - ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე გადაცემა „COVID 19“-ში კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე და არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა. "საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ. ჩვენ გვაქვს გრიპის ზედამხედველობის ე.წ. სენტინელური 10-მდე საიტი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ნიმუშებს გრიპის კვლევისთვის და პარალელურად, ჩვენ ეს ნიმუშები გავტესტეთ კორონავირუსზე, სადმე ხომ არ გვეპარება გრიპის სიმპტომებით. კლინიკურად ძალიან ჰგავს გრიპი. ამიტომ შევამოწმეთ, ხომ არ გვეპარება კორონავირუსი მოსახლეობაში. ყველა ნიმუში კორონავირუსზე აღმოჩნდა უარყოფითი. დამაიმედებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად", - თქვა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ვინაიდან საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოსალოდნელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვალდებულება კი შეკავების ამ ფაზის დიდხანს შენარჩუნებაა. "ყველა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად მიდის პანდემია. ჩინეთს გარეთ სამყარომ გადააჭარბა ჩინეთს აბსოლუტური რიცხვებით. განსაკუთრებით ბევრი ევროპულ ქვეყნებში, წინ არის იტალია. ჩვენ, როგორც ევროპის ნაწილს, გასაკვირი არ არის, გვექნეს შემთხვევების მატება. ჩვენი მთავარი მოვალეობაა, ეს მატება არ იყოს სწრაფი და რადიკალური. შევინარჩუნოთ შეკავების ამ ფაზის მდგომარეობა დიდხანს, რომ სწრაფად არ გავიდეთ სწრაფი გავრცელების და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ბაზაში", - თქვა გამყრელიძემ.
0