ქართული რადიოსადგურები ერთი იდეის გარშემო - მსოფლიო სოლიდარობის აქცია - You’ll Never Walk Alone

0
შენ მარტო არ ხარ – საქართველოს რადიოს ორგანიზებით, Covid-19-თან დაკავშირებით, ნიდერლანდების საზოგადოებრივი რადიოს (3FM) ინიციატივას უერთდებიან სხვა ქართული რადიოსადგურებიც: საქართველოს რადიო, საქართველოს რადიო მუსიკა, რადიო აჭარა, ფორტუნა, ფორტუნა+, ავტორადიო, არ დაიადარდო, რადიო უცნობი, რადიო პოზიტივი, რადიო კომერსანტი, რადიო მაესტრო, რადიო ქალაქი, რადიო ვინილი და რადიო ქართული ვინილი. რადიოსადგურები მსოფლიო სოლიდარობის, გამხნევების აქციის ფარგლებში, 20 მარტს, 11:45 საათზე ეთერში გააჟღერებენ Gerry and the Pacemakers -ის სიმღერას You’ll Never Walk Alone. 20 მარტს ნიდერლანდებში ყველა საზოგადოებრივი თუ კომერციული რადიო ერთი იდეის ქვეშ ერთიანდება. ამ ინიციატივას ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრი რადიოებიც უერთდებიან და მთელი ევროპის რადიოსადგურებში ევროპის დროით ზუსტად 08:45 საათზე ეს სიმღერა აჟღერდება. სიმღერის გაშვების შემდეგ ნიდერლანდების საზოგადოებრივი რადიოს ინიციატივით, შეიქმნება ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორ უსმენენ სიმღერას და მღერიან მსმენელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოს რადიოსადგურებიდან აქციას შეურთდნენ: რადიო აჭარა ფორტუნა ფორტუნა+ ავტორადიო არ დაიადარდო რადიო უცნობი რადიო პოზიტივი რადიო კომერსანტი რადიო მაესტრო თუ გსურს ვიდეორგოლში იხილო საკუთარი თავი, გადაიღე ვიდეო სიმღერის მოსმენისას და გამოგვიგზავნე 20 მარტის 12:15 საათამდე შემდეგ მისამართზე: info@gpb.ge ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივას შეუერთდნენ: ნიდერლანდები NPO Radio 1 NPO Radio 2 NPO 3FM NPO Radio 4 NPO Radio 5 100% NL Radio 10 Veronica Omroep Zeeland WOS Radio Omroep Weert Oog Radio ლუქსემბურგი Radio 100, 7 გერმანია WDR 2 WDR 4 1Live SWR3 RBB საქართველო საქართველოს რადიო საქართველოს რადიო მუსიკა რადიო აჭარა რადიო უცნობი ფორტუნა ფორტუნა+ ავტორადიო არ დაიადარდო რადიო პოზიტივი რადიო კომერსანტი ესპანეთი RADIO NACIONAL DE ESPAÑA (RNE) ავსტრია ORF Austria OE3 ბელგია Stubru Radio 1 Radio 2 Joe Willy Q music Klara Nostalgie NRJ MNM გაერთიანებული სამეფო BBC Radio 1 BBC Radio 2 ესტონეთი Raadio 2 ბულგარეთი Bulgarian National Radio ფინეთი Yle Vega Yle X3M ლატვია Latvijas Radio 1 Latvijas Radio 2 Latvijas Radio 3 – Classics Latvijas Radio 4 Latvijas Radio 5 – pieci.lv სლოვაკეთი Several RTVS ´ Slovak radio channels რუმინეთი Radio Romania Several channels
#radio
#world
#youarenotalone
#song
#georgia
0