მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება - თალაკავაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139365 ჩვენს მოქალაქეებს ვარწმუნებ, რომ ყველა ზომა, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. „თუ საჭიროება იქნება, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. ჩვენს მოქალაქეებს ვარწმუნებ, რომ ყველა ზომა, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად, დაგვიანების გარეშე იქნება მიღებული. ახლა არის პროფესიონალური და გამბედავი გადაწყვეტილებების დრო და ხელისუფლება ასეც აკეთებს, “ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0