სასარგებლოა თუ არა პური და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი არჩევისას?

0
ადამიანის რაციონში პურის გაჩენის ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია. თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ პირველი პური ადამიანებმა შემთხვევით მიიღეს 15 000 წელზე დიდი ხნის წინ. ერთხელ, საკვების ძიებაში ადამიანებმა ყურადღება მიაქციეს ხორბლის მარცვლებს. თავიდან მათ უმად ჭამდნენ. თანდათან კი მიეჩვივნენ, დაფქვას და ფაფების მომზადებას. არქეოლოგების აზრით გამომცხვარი პური დაახლოებით 7000 წლის წინ გაჩნდა, როცა წყლისა და ფქვილის ნაზავი შემთხვევით კოცონთა ახლოს ქვაზე დაესხა და გამოცხვა. მას შემდეგ ათასობით წელი გავიდა და დღეს პურის ცხობა უკვე ნამდვილ ხელოვნებას წარმოადგენს, თავად პურის არჩევანი კი ძალიან მრავალფეროვანია. ჯერ მარტო პატარა საქართველოში, ბაზარზე უამრავი სახეობის პური გვხვდება, რაც მყიდველისთვის ხშირად დამაბნეველია. არადა პურის კულტი საქართველოში ნამდვილად მნიშვნელოვანია, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართველი ადამიანი უბედურებასაც და ბედნიერებასაც "პურ-მარილით" ხვდება...

სასარგებლოა თუ არა პური?

ბოლო დროს ექიმები ხშირად ამბობენ, რომ პური არ არის სასარგებლო და რაციონიდან მის ამოღებას გვირჩევენ. შევეცადოთ გავარკვიოთ, რას ემყარება ეს მოსაზრება. ხორბლის მარცვალი თავისთავად უნიკალური პროდუქტია, რომლის შემადგენლობაში მენდელეევის თითქმის მთელი სისტემა შედის. იგი შეიცავს А, Е, F, В ჯგუფის და კიდევ სხვა ვიტამინებს; ისეთ მინერალებს, როგორიცაა: სპილენძი, სელენი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია, ქლორი, ნატრიუმი, მანგანუმი, კალიუმი, იოდი და სხვ. თუმცა ყველა ეს სასარგებლო ნივთიერება შედის მხოლოდ ხობლის მარცვლის გარსში და ჩანასახში. სამწუხაროდ, თანამედროვე დამუშავების პროცესში მარცვლის სწორედ ეს, ყველაზე სასარგებლო ნაწილი ხვდება ნარჩენებში. უმაღლესი ხარისხის თეთრ ფქვილში კი რჩება მხოლოდ სახამებელი და კალორიები. სწორედ ამ ფქვილისგან ცხვება ჩვენი საყვარელი ფუმფულა პურები და ფუნთუშეულობა. იმ ვიტამინებიდან და მინერალებიდან, რომლებსაც ხორბლის მარცვალი შეიცავს, ამგვარ ნაწარმში 30%-ზე ნაკლები რჩება, უფრო მეტიც, დაფქვიდან ორ კვირაში ისინიც არააქტიური ხდება. შედეგად, ჩვენს რაციონში აღაფერი რჩება, გარდა უსარგებლო კალორიებსა და სახამებლისა, რომლებსაც არავითარი სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია და მხოლოდ ზედმეტი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. ექიმებისა და დიეტოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ ძალიან ბევრი დაავადება ჩნდება და ვითარდება სწორედ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული თეთრი პურის გამოყენების გამო. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილისგან დამზადებულ პურ-ფუნთუშეულს, უფრო ხშირად უვითარდებათ და უმწვავდებათ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებები. ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 60 000-მა საშუალო ასაკის ქალმა მიიღო მონაწილეობა. შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომელთა რაციონში რეგულარულად იყო ჩართული თეთრი ფქვილის ნაწარმი, სამჯერ მეტად ვითარდებოდა შაქრიანი დიაბეტი, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც უჯრედისით მდიდარ საკვებს მიირთმევდნენ და ნაკლებად მოიხმარდნენ ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს. საბოლოო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ თეთრი პურის გამუდმებული მოხმარება II ტიპის დიაბეტის განვითარების ძალიან დიდ რისკს შეიცავს.
#გააჟღერე
#ჯანსაღიცხოვრება
Feedc
0