საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
იმსჯელებენ თუ არა სასულიერო პირები კორონავირუსის საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე? როგორც ჩანს ზიარების წესი და COVID-19-თან დაკავშირებული ვნებათაღელვა სხვალ ჩანიშნული სინოდის სხდომის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ. საპატრიარქო ხალხს დაელოდონ სინოდის გადაწყვეტილებას. მანამდე, კი თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებების დაფიქსირებისაგან. "კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას."- წერია განცხადებაში. წმინდა სინოდის სხდომა ხვალ 12:00-ზე გაიმართება.
#politics
#news
0