პორტალ worldometers-ზე თავმოყრილი და სისტემატიზირებული მონაცემების თანახმად, გუშინ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 4836-ით გადააჭარბა გუშინწინდელ რეკორდულ მაჩვენებელს და 20584-ს მიაღწია.
ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გუშინ ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში:
იტალია – 4207
გერმანია – 2960
აშშ – 2955
ესპანეთი – 2493
საფრანგეთი – 1404
ირანი – 1192
გაერთიანებული სამეფო – 676
შვეიცარია – 373
ავსტრია – 314
ბელგია – 243
საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობის ყველაზე დიდი ზრდა – 93 ახალი შემთხვევა – გუშინ თურქეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის worldometers-ზე არსებული მონაცემების თანახმად, საქართველოსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში დაინფიცირებულთა რაოდენობები ასეთია:
თურქეთი – 191
რუსეთი – 147
სომხეთი – 120
საქართველო – 40
აზერბაიჯანი – 34
#covid19
#stopcov19