„თანაინვესტირების ფონდის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139369# „თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა „თანაინვესტირების ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნუცა ქისტაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანამშრომელი რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან. თუმცა მანამდე, დაახლოებით დღე-ნახევრის განმავლობაში სამსახურში იმყოფებოდა. „ორშაბათს ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, ლუგარის ლაბორატორიის კვლევის თანახმად COVID-19 დაუდგინდა. მას შემხებლობა ჰქონდა დაახლოებით 10-მდე თანამშრომელთან და ისინი იდენტიფიცირებული არიან, კონტაქტები სრულად დადგენილია და ყველა იმყოფება თვითიზოლაციაში. ამ 10-მდე ადამიანს ამჟამად არც ერთს არ აქვს სიმპტომატიკა. ყველა კარგად გრძნობს თავს. რაც შეეხება ჩვენს ინფიცირებულ თანამშრომელს, როგორც კი გაიგო, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ისეთ პირთან, რომელსაც ლაბორატორიულად დაუდგინდა COVID-19, მაშინვე გადავიდა უკვე თვითიზოლაციაში და სამი-ოთხი დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონია არავისთან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. წყარო:"პირველი არხი"
0