7 votes
0 comments
0 shares
Save
თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო
35 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

თბილისის მერის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის საჯარო ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე N92 ბაგა-ბაღში გაეცნო.

კახა კალაძემ ბაღების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

„დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში საკვების გაცემის პროცესს გავეცანით. ჩვენი გადაწყვეტილებით, არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქტები აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ. ეს არის ის რაციონი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში უნდა მიეღოთ ჩვენს პატარებს. მშობლებს ორ კვირაში ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, მობრძანდნენ და ის საკვები, რომელიც ბავშვებს ბაღში უნდა მიეღოთ, სახლში წაიღონ და თავიანთ პატარებს თავად მოუმზადონ. რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული, რომელსაც პროფესიონალებისგან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ვიღებთ. მაქსიმალურად არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პროცესში ჩართულ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა, ხოლო მოხალისეობის მსურველ მოქალაქეებს მერიის ცხელ ხაზზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებსა და იმ მოხალისეებს, რომლებიც პროცესში არიან ჩართული. ბევრი ადამიანი რეგისტრირდება ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც მოხალისეობის სურვილი აქვს, აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზს, სადაც მოხდება მათი მონაცემების დარეგისტრირება. შემდეგ ჩვენ დავუკავშირდებით მათ, გადავამზადებთ და როდესაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ სხვადასხვა მიმართულებით მათი ჩართულობა განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს, ვაკის რაიონში მდებარე N27 და N44 ბაგა-ბაღებშიც იმყოფებოდა.

„დღეს დავიწყეთ პროდუქტების გაცემა მშობლებისთვის. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია 12 სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და დაცულია ის ძირითადი წესები, რაც ინსტრუქციის სახით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ბაღს წინასწარ მივაწოდეთ. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და მინდა, მადლობა გადავუხადო ბაღების თანამშრომლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის ჩვენთან ერთად, უდიდესი შრომა გაწიეს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისი თქმით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 800 000 ლარია, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემა.

#კახაკალაძე #კორონავირუსი #მერია #თბილისი
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
On.ge
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ჩემი მაჟორიტარობა გამორიცხულია — ირაკლი კობახიძე
ჩემი მაჟორიტარობა გამორიცხულია — ირაკლი კობახიძე
ჩემი მაჟორიტარობა გამორიცხულია — ირაკლი კობახიძე
ჩემი მაჟორიტარობა გამორიცხულია — ირაკლი კობახიძე
ძველი თბილისის ქრონიკები
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ასი წლის დღესასწაული-1896წლის თბილისის ქუჩები!
1896 წელს შესრულდა ასი წელიწადი საქართველოს უკანასკნელი ომისა, რომელცი მოხდა კრწანისის ველზე, მეფე ერეკლე მეორის დროს. ეს დღესასწაული იმგვარად იყო მოწყობილი, რომ ადამიანი გაოცებული რჩებოდა. იქ იყვნენ ჩამოსული საქართველოს ყველა მამულიშვილები, არაგვის მოხევეები, კახეთის თუშები, თიანეთის მაზრის ხევსურები თავიანთის ჯაჭვ ჯავშანიანი ფარებით და ხმლებითა. ყველანი ცრემლებით რწყავდნენ იმ ველსა, რომელი ველიც როდესმე ქართველთა გმირების სისხლით მორწყმულიყო. ამ შესანიშნავ და დაუვიწყარ დღესასწაულზე სიტყვები წარმოსთქვეს და ხალხი აატირეს აკაკი წერეთელმა, რაფაელ ერისთავმა, ილია ჭავჭავაძემ, გიორგი წერეთელმა, ზაქარია ჭიჭინაძემა, ვასო აბაშიძემა, ვანო მაჩაბელმა და სხვა მრავალმა. ეს დღესასწაული ქართველ ხალხს უღვიძებდა გულში ჩამქრალ ნაპერწკალს, და ამრავლებდა სიძულვილს მაჰმადიანთა შემოსევის მეთარ ბელადის წყეულ აღამაჰმადხანისა, რომელმაც საქართველო ისე დააწიოკა და გაანადგურა, რომ მისი მგზავსი მეხი ჯერ არავის არ ახსოვდა. ეს დღესასწაული ნათლათ ხატავდა ქართველთა სიმამაცესა და სამშობლოს სიყვარულსა.
ჩემი სივრცე
Makhinjauri, Georgia · 3 weeks ago
hemerocallis
#მეცნიერება
+4
TV Imedi
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ლევან გოფოძე: მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზე მიდის
ლევან გოფოძე: მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზე მიდის
ლევან გოფოძე: მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზე მიდის
ლევან გოფოძე: მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზე მიდის
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ჩოგბურთელებს კორონავირუსი დაუდგინდათ
მსოფლიოს მე-19 ჩოგანს, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, რომელიც ნოვაკთან ერთად თამაშობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. დადებითი პასუხი აჩვენა 33-ე ჩოგანი ხორვატი ბორნა ჩორიჩის ტესტმა, რომელიც აღნიშნულ შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას. „გაცნობებთ, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. მინდა, ვთხოვო ყველას, ვისაც ბოლო რამდენიმე დღე ჩემთან კონტაქტი ჰქონდა, ტესტირება გაიარონ. ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმეს პრობლემები შევუქმენი. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს. ფრთხილად იყავით“, – დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხორვატმა ჩოგბურთელმა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელსაც დაუდგინდა, თუმცა თავად ჩოგბურთელი ტესტის ჩაბარებაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და მასალის ჩაბარების არანაირი საჭიროება არ არსებობს.
ძველი თბილისის ქრონიკები
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
რა არის გამოსახული ფოტოზე?
თბილისის მეჩეთი – თბილისში მაჰმადიანი მოსახლეობა არაბების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ VIII საუკუნიდან გაჩნდა. შუა საუკუნეების მანძილზე აქ რამოდენიმე მეჩეთი ააგეს. ნარიყალას ძირში, ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოში, 1723-1735 წლებში ოსმალებმა, რომელთაც იმხანად თბილისი ეკავათ, ააშენეს სუნიტური მეჩეთი, რომელიც სპარსელებმა დაანგრიეს 1740 წელს. 1846-1851 წლებში მეჩეთი აღადგინეს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის დასასრულს ისიც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი ააშენეს, რომელიც ამჟამად თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. ნაგებობა აგურითაა ნაშენი, ნეოგოთური და ისლამური ელემენტებით შემკული, შეულესავი კედლები შეისრულთაღოვანი სარკმელებითაა დანაწევრებული. ამ მეჩეთში სალოცავად დადიან როგორც სუნიტური, ისე შიიტური მიმართულების მიმდევარი მაჰმადიანები. აგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. მის არქიტექტურაში შერყმულია ნეოგოთური და ისლამური ელემენტები. გრძივ კედლებზე შიესრულთაღოვანი სარკმლებია. კარიბჭეზე რვაწახნაგა მინარეთია აღმართული.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროექტი დასრულდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოციალური პროექტი თბილისის რაიონების გამგებლებისა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით განხორციელდა, რომლებიც დაფასოებული პროდუქტების პაკეტებს აღსაზრდელების მშობლებს პირადად გადასცემდნენ. „დავასრულეთ უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური დახმარების გაწევას თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის იმ რთულ და უჩვეულო პირობებში, რაც საზოგადოებას მოუტანა COVID-19-ის პანდემიამ. პროცესი კარგად ორგანიზებული იყო და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, დაცული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები და რეგულაციები“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ბაგა-ბაღების პერსონალის უდიდესი ძალისხმევის შედეგია. პროდუქტების გაცემა საჯარო ბაღებში 19 მარტს დაიწყო და ივნისის ბოლომდე, სტანდარტული სააღმზრდელო წლის დასრულებამდე გაგრძელდა. ნობათები შვიდ ეტაპად გაიცა და თითოეულ ეტაპზე მსურველთა რაოდენობა 86%-დან 92%-მდე იყო. პროექტისთვის ჯამში, 11 000 000-მდე ლარი დაიხარჯა. ______ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
უფასო პროდუქტი ბავშვებს
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ახალი ინიციატივა გააჟღერა და აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს აღსაზრდელთა კვებისთვის უნდა გამოყენებულიყო, ისევ პატარებს მოხმარდება. თბილისის მერის განცხადებით, პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა ბავშვების მშობლებს. მისივე ინფორმაციით, პაკეტების გაცემა დაიწყება ხუთშაბათს და განხორციელდება ორ კვირაში ერთხელ, პროცესში კი ჩართულნი იქნებიან მოხალისეები. ,,ბაგა-ბაღების შეჩერება, შესაძლოა, მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბევრ მშობელს შეიძლება სამუშაოს თვალსაზრისით ჰქონდეს გარკვეული შეფერხებები. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქციის ჩამონათვალი შეთამხმებულია ნუტრიციოლოგისტებთან“, – განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, გასულ დღეებში თბილისის მერიამ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილი საკვები გაატანოს სახლში, ამ ყველაფერში კი ჩართულნი იქნებიან მოხალისეები#თბილისისმერია #კახაკალაძე #პროდუქტები #ბაგაბაღი #tbilisidaily
ტური საქართველოში
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
მრავალწყაროს ფერადი მთების შესახებ
მრავალწყაროს ფერადი მთები კახეთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ნახევარ უდაბნოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 500-550 მეტრზე. იგი წარმოადგენს ვრცელი ბორცვების, ზეგნებისა და ციცაბოფერდობებიანი ცალკეული მაღლობების მშრალ ტერიტორიას, მწირი მცენარეულობით. "ფერადი მთები” მას აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა. აფერადებული, დაზოლილი მთები საოცრად შთამბეჭდავ და ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზეს გარემოში მოქცეული, ლურჯად მოლივლივე მრავალწყაროს წყალსაცავი და უძველესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი - მრავალწყაროს მონასტერი. მრავალწყაროს ფერადი მთები საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია და უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. ეს ადგილი ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა გაზაფხულზე განსაკუთრებით, როდესაც ქანების მრავალფეროვნებას ახლადამოსული ბალახის ხასხასა სიმწვანეც უერთდება და უფრო ცოცხალ და კონტრასტულ ელფერს სძენს გარემოს.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი