ესპანეთში ბოლო 24-საათში კორონავირუსს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

0
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 767-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24-საათში ქვეყანაში ვირუსს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსი 3 431 ადამიანს დაუდასტურდა. ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 17 147 ადამიანი დაინფიცირდა. ესპანური მედია წერს, რომ ვირუსისგან უკვე 1 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ესპანეთის მთავრობამ დღეს კანარისა და ბალეარის კუნძულებზე ფრენები შეზღუდა.
#spain
#coronavirus
#stopcovid19
0