ოფიციალურად: პრემიერლიგა მაისამდე არ განახლდება

ByM.m.m.Georgia
0
ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე დროებით შეჩერებული ჩემპიონატის განახლების ვადები გამოქვეყნდა. "ფეხბურთის ასოციაციის წესების მიხედვით, სეზონი 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს, თუმცა ტურნირის ხელმძღვანელებმა ტურნირის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ პროფესიონალური საფეხბურთო მატჩები 30 აპრილამდე არ ჩატარდება", - წერია განცხადებაში. ამრიგად, ინგლისის ასოციაციის დაქვემდებარებაში არსებული ყველა საფეხბურთო ტურნირი მაისამდე არ განახლდება. აღნიშნული შეზღუდვა ინგლისის პრემიერლიგას, რანგით დაბალ საფეხბურთო დივიზიონებს და ქალთა ტურნირებს შეეხო. შეგახსენებთ, სხვა ევროპული ჩემპიონატების მსგავსად, პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პაუზა 4 აპრილს უნდა დასრულებულიყო. COVIT-19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. უკანასკნელი დადასტურებული ინფორმაციით, ვირუსით 227, 495 ადამიანი დაინფიცირდა, 9, 303 გარდაიცვალა და 85, 961 სრულიად გამოჯანმრთელდა.
#sport
#football
#premierleague
#coronavirus
#ფეხბურთი
#სპორტი
#პრემიერლიგა
#კორონავირუსი
#news
ByM.m.m.Georgia
0