ყველასათვის ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ედვარდ ნორტონი დღეს იუბილარია.

0
ედვარდ ჰარისონ ნორტონი დაიბადა  1969 წლის 18 აგვისტოს, ბოსტონში ის არის — ამერიმელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. ფილმების , , მებრძოლთა კლუბისა" და , , ამერიკული ისტორია X-ის“ ვარსკვლავი. სამჯერ იყო ნომინირებული პრემია ოსკარზე.
ედვარდ ნორტონი დაიბადა 1969 წლის 18 აგვისტოს ქალაქ ბოსტონში. მისი დედა ასწავლიდა ინგლისურ ენას, მამა კი მუშაობდა პროკურორად კარტერის ადმინისტრაციაში. ედვარდი პატარაობიდანვე იყო სერიოზული, მიზანდასახული ბავშვი – უკვე 5 წლის ასაკში მან თვითონ აირჩია თავისთვის მსახიობის პროფესია, მას შემდეგ რაც ნახა სპექტაკლი, რომელშიც თამაშობდა მისი ძიძა. ის თამაშობდა სკოლის თეატრალურ სცენაზე, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ნორტონი მოეწყო პრესტიჟულ იელის უნივერსიტეტში, სადაც მან შეისწავლა ასტრონომია, ისტორია და იაპონური ენა.
მიიღო დიპლომი ისტორიულ მეცნიერებათა დარგში, ის გაემგზავრა იაპონიაში ბაბუის კომპანიაში — Enterprise Foundation სამუშაოდ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, 1994 წელს, ნიუ-იორკში  დაბრუნებულმა ედვარდმა გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის ჩვეულ სამუშაოზე და თავისი თავი მთლიანად მიეძღვნა მსახიობის ხელოვნებისათვის.
#გააჟღერე
Feedc
#ხელოვნება
#ახალიამბები
0