რა იწვევს გაკვირვებას ბუნებზე დაკვირვებისას?
ამ კითხვაზე პასუხს სოკრატე ტეატეუსთან დიალოგით წარმოგვიდგენს.
სოკრატე: ვერაფერი გახდება უფრო დიდი, ან უფრო პატარა, ვერც რაოდენობით და ვერც მოცულობით, თუ საკუთარი თავის ტოლი რჩება. მე როგორც ზრდასრული ადამიანი, აღარ ვიზრდები სიმაღლეში. ერთ დროს შენზე მაღალიც ვიყავი, შემდეგ შენზე დაბალი გავხდი, თუმცა ჩემს სიმაღლეს არაფერი დაკლებია, უბრალოდ შენ გაიზარდე. გამოდის, რომ მე გავხდი, ის რაც აქამდე არ ვიყავი, თანაც ცვლილება არ განმიცდია. სწორედ ასეა სხვა საგნების შემთხვევაში, ხომ ხვდები რასაც ვსაუბრობ?
ტეატეუსი: უბრალოდ განცვიფრებული ვარ, როდესაც ვცდილობ ამის გააზრებას, თავბრუ მეხვევა.
სოკრატე: სწორედ ფილოსოფიისთვისაა დამახასიათებელი განცვიფრება, რადგან იგია ფილოსოფიის დასაწყისი.