კორონავირუსს ვერაფერს ვუწოდებ თუ არა ფსიქოზს, პანიკით უფრო დავიტანჯებით, ვიდრე თვითონ ამ ვირუსით

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139377 კორონავირუსს სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა ფსიქოზს, პანიკით უფრო დავიტანჯებით, ვიდრე თვითონ ამ ვირუსით და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს - ამის შესახებ განცახდება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკეთა. მისი თქმით, ის კორონავირუსს სხვას ვერაფერს უწოდებს, თუ არა ფსიქოზს. „მიუხედავად გარკვეული კრიტიკისა ჩემს მიმართ, მე ამ კორონავირუსს სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა ფსიქოზს და სულ ასე იქნება. თქვენთან ერთად მეც ბევრი ფსიქოზი გადავიტანე და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არსად მიგვიყვანს. ასე რატომ ვიქცევი? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ პანიკით უფრო დავიტანჯებით, ვიდრე თვითონ ამ ვირუსით და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს“, -აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
0