საქართველო კორონავირუსისგან სამკურნალო პრეპარატს სხვა ქვეყნებზე ადრე მიიღებს

0
პირდაპირი ანტივირუსული ეფექტის მქონე მედიკამენტი, რომელიც სარწმუნოდ განკურნავს კორონავირუსს, ჯერ არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიაა, ცალკეული მკვლევრები და მეცნიერები მუშაობენ და ცდიან რამდენიმე მედიკამენტს და ვარაუდობენ, რომ არის რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც თუ არ არჩენს, არბილებს კორონავირუსის ინფექციის მიმდინარეობას და ლეტალურ შედეგს. „ასეთი მედიკამენტები არის დაახლოებით 6-7. ერთის გარდა ჩვენ ყველა გვაქვს და ვიყენებთ. ის ერთი ჯერ მსოფლიოში არავის აქვს, ვინაიდან ის კომპანია „გილიადის“ მიერ არის მხოლოდ ებოლას სამკურნალოდ შექმნილი და ვერ იმუშავა. ახლა ამერიკის წამყვანი ინსტიტუტები სწავლობენ მის ეფექტურობას და ამბობენ, რომ ისიც არ არის 100-%-იანი განკურნების გარანტი, თუმცა ყველა სხვა მედიკამენტზე უკეთესი შედეგები აქვს. საქართველოს ხელმძღვანელობამ გადადგა უკვე ნაბიჯები, რომ გამოიყენოს ჩვენი მეგობრული კონტაქტები „გილიადთან“ და ეს მედიკამენტი სხვა ქვეყნებზე ადრე მივიღოთ“, - აღნიშნა ცერცვაძემ. საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ. რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ,
#politics
#news
#opinion
#კორონავირუსი
#covid19
#coronavirus
0