http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139379
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, ხოლო ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან - ამის შესახებ კონდაცვის მსინიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობს.
„ყველა პიროვნება, რომელიც იყო წლისთავზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, - განაცხადა ტიკარაძემ.