სებ-მა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139384 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო აუქციონის შედეგი ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნდა. უწყების ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი 13 მარტსაც გაყიდა. მარტში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. 10 მარტს დოლარი 5 თეთრით, ევრო კი 3 თეთრით გაძვირდა. მაშინ დადგენილი კურსით ერთი აშშ დოლარის ფასი 2, 8463 ლარი იყო. 17 მარტის გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ფასი 3, 01 ლარი გახდა. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად კი ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან მიმართებით 10-10 თეთრით გაუფასურდა. 19 მარტის კურსით, 1 დოლარის ოფიციალური ფასი 3, 1804 ლარია.
0