დევიდ ლინჩის 10 რჩევა კინემატოგრაფებისათვის.
1) ყველაზე ამაღელვებელი - კარგი იდეების ძიებაა
იდეებს ვერ აღვიქვამთ მანამ, სანამ ისინი ჩვენს ცნობიერში არ აღმოჩნდებიან. აზროვნების არეალის გაფართოვებისას, თქვენ არაცნობიერს გარდაქმნით ცნობიერად. ასე, თქვენ სააშკარაოზე გამოგაქვთ ყველა ფარული იდეა. ასეთი იდეები ბევრად ინფორმაციულია და მეტად აღელვებს ადამიანს. აი ეს არის ბედნიერება - როდესაც მსგავსი მეთოდით შეგიძლია იპოვო ის, რაც შენზე მეტია !
2) შინაგანი ძალა
შოუ-ბიზნესში (და სხვა მრავალ ბიზნესშიც) ნებისმიერი გადაგივლით, თუ არ გექნებათ შინაგანი ძალა. თუმცა, რაც უფრო ბედნიერები ხართ, მით მეტად წააგავს თქვენი ცხოვრება თამაშს და არა წამებას. ადრე ვეკითხებოდი საკუთარ თავს: ნუთუ, ტრანსცენდენტალური მედიტაცია ადამიანს იმდენად აბედნიერებს რომ რაიმეს კეთების სურვილს უქრობს? თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი სხვაგვარად მოქმედებს. კი არ აქრობს რაიმეს კეთების სურვილს, არამედ გვავსებს. ყოველ ადამიანს გააჩნია უდიდესი ენერგიული პოტენციალი, რომელიც აუცილებელია მისი ნაყოფიერებისა და ბედნიერებისათვის. ხოლო ის, რასაც აკეთებთ, მნიშვნელოვანია რომ ბედნიერებას განიჭებდეთ
3) გვემა აფერხებს შემოქმედებით პროცესს.
ყველა ისტორია საკუთარ თავში აერთიანებს კონტრასტს, მაგალითად, მაღალი და დაბალი, სიცოცხლე და სიკვდილი.. ბევრი სიუჟეტი უდიდეს ყურადღებას აქცევს თვითგვემას, თუმცა, აუცილებელი არ არის, ამ დროს ავტორიც იტანჯებოდეს. მთავარი ამოცანაა განისაზღვროს ადამიანის ბუნება. ბევრი ხელოვანი ამბობს, რომ ბრაზი, შიში და მსგავსი ემოციები ქმნის მათ ხელოვნებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ავტორის "გვემის" აუცილებლობა ერთ-ერთი რომანტიზირებული კონცეპტია. სინამდვილეში ეს ასე არ არის. როდესაც ხელოვანი უბედურია, იდეები საკმარისად კარგად არ გენერირდება. საერთო ჯამში კი ნეგატივი - ხელოვნების მტერია.
4) ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იდეის განვითარებას
5) არ უღალატოთ თქვენს ჩანაფიქრს
არ იფიქროთ ფულზე და არც იმაზე, რა იქნება ფილმის დასრულების შემდეგ. მთავარი არის იდეა, რადგან ის ქმნის პერსონაჟების ხასიათს, დიალოგებს, პერიპეტიებსა და დეტლებს. მცირე ბიუჯეტითაც კი შეგიძლიათ შექმნათ ის, რაც გაღელვებთ. უბრალოდ დარჩით თქვენი ჩანაფიქრის ერთგულნი და არავის მისცეთ უფლება რომ თქვენი მთავარი აზრი შეცვალოს ! ეს ეხება აბსოლუტურად ყველა შემოქმედებით იდეას და ფილმის დაბოლოებას. თუ თქვენ არ გაქვთ საავტორო თავისუფლება და ფინალური სცენის მონტაჟის უფლება, მაშინ რატომ ქმნით ხელოვნებას ?
6) შემოქმედებითი ჯგუფი უნდა იზიარებდეს თქვენს იდეებსა და მიზანს.
აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც თქვენთან მუშაობს, მიჰყვებოდეს თქვენს მიერ არჩეულ მიმართულებას. ამას ხელს უწყობს საუბარი და დიალოგები თანამშრომლებს შორის. მაგალითად, აუცილებელია რეკვიზიტების ცეხთან კომუნიკაცია. მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ გიპოვონ საუკეთესო რეკვიზიტები, თუმცა თქვენ ამას ვერაფერში გამოიყენებთ. ამ დროს, თანამშრომლებს უნდა აუხსნათ, რატომ არ გჭირდებათ ის კონკრეტული ნივთი და არა სხვა, რა არის თქვენი იდეა და კონცეფცია. შემდეგ ჯერზე შემოგთავაზებენ ბევრად მნიშვნელოვან პროდუქტს და ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ მიიღებთ იმას, რაც გსურთ. იგივე ხდება მსახიობებთანაც. რეპეტიციის დროს ყოველ ჯერზე თქვენ მათ უნდა ესაუბროთ და სწორედ ამ გზით მიხვალთ იქ, სადაც გსურთ რომ იყოთ.
7) ნუ მართავთ, შთააგონეთ.
მართვასა და შთაგონებას შორის არსებობს მკაფიო განსხვავება. მე არასდროს ვყოფილვარ კინემატოგრაფი იმ გაგებით, რომ არ შემისწავლია მისი ისტორია, თუმცა მომწონდა ფილადელფია, მისი არქიტექტურა, ადგილები, ემოციები, სიგიჟე, კორუფცია და შიში - ამან შთამაგონა და მომცა იმპულსი შემექმნა ფილმი. ძალიან მაინტერესებს რა ხდება მსოფლიოში და რას მოიცავს ჩემი ფილმი. ზოგჯერ, როდესაც ვუყურებ ნახატებს ვამბობ " ამ ადამიანმა დაიჭირა რაღაც რეალურად ფანტასტიკური". მე ეს მაძლევს მოტივაციას და წინ მწევს.
8) მიაქციეთ ყურადღება გადასვლებს
კინო ძალიან ჰგავს მუსიკას, ის კი თავის მხრივ ფრაგმენტებად იყოფა: ხმამაღალი, ჩქარი, შემდეგ დრეკადი, ნელი. მუსიკას მოძრაობაში ვპოულობთ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფურცელზე დაწერილს ყველა თავისებურად ასრულებს. აი ეს არის ნამდვილი მისტიკა. კინო დროში მუსიკისებრად მოძრაობს. ის, თუ როგორ გადადიხართ ერთი სცენიდან მეორეზე, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მასში იმალება მთელი სილამაზე.
9) ფილმი არ უნდა შეიცავდეს სოციალურ მესიჯებს
რამდენჯერ ყოფილა; ასრულებ ფილმის ყურებას, სადაც არის მამაკაცი, ქალი, რაღაც გარემოება და ჟურნალისტები იქვე გეკითხებიან " ეს იმას ხომ არ გულისხმობს რომ თქვენ ყველა მამაკაცსა და ქალს ასე ექცევით" - არა ! ეს არის კონკრეტული ქალი კონკრეტულ მოცემულობაში. იგი არ ასახავს მსოფლიოში ყველა ქალს და ეს საკვანძო მომენტია.
10) ნუ იკამათებთ ლენტასა და "ციფრებზე" ადგილი ყველას ეყოფა.
მე დიდი ხნის განმავლობაში ვიცავდი "ციფრებს". მე იგი "შიდა იმპერიაში" ძალიან მიზიდავდა. ცოტა ხნის წინ ვმუშაობდი ტვინ პიქსის ამოჭრილ სცენებზე და აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ სიღრმისეული გამოსახულება მქონდა. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ განიხილოთ სცენა და ამ დროს კამერა დატოვოთ ჩართული, ამით შესაძლებლობა მოგეცემათ უკეთ ჩაწვდეთ მატერიალს.