მაიკ ტაისონი - მე ველოდები სიკვდილს და მისი არ მეშინია

0
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა ილაპარაკა თავის დამოკიდებულებაზე სიკვდილისა და იმ სირთულეების მიმართ, რომელსაც ადამიანი აწყდება ცხოვრებაში. „ველოდები თუ არა სიკვდილს? დიახ და მისი არ მეშინია. ჩემი აზრით, ცხოვრება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე სიკვდილი, რადგან ცხოვრება დიდ სიმამაცეს ითხოვს. სიმამაცის გარეშე ცხოვრებას ვერ გაუმკლავდები. ცხოვრება – ეს არის მოგზაურობა, ცხოვრება – არის ბრძოლა. ადამიანებს აქვთ ყველაფერი, ისინი კი ვერ უმკლავდებიან ცხოვრებას. საკუთარი თავის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს, ვფიქრობთ, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. ჯანდაბა, ჩვენ არარაობა ვართ! ნეხვიდან გამოვაღწიეთ და ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულები ვართ, მაგრამ დიდება – ეს სისულელეა. აღმოაჩენ, რომ შენ განსაკუთრებული არ ხარ. შეიძლება მოხვდე ციხეში, შეიძლება მოკვდე, შეიძლება სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდე. დიდად არ ველოდები, რომ შეიძლება რამე ცუდი შემემთხვას, მაგრამ, როცა ასეთი რამ ხდება, მესმის ეს და შემიძლია მას გავუმკლავდე. ადრე ცუდი ამბები ბევრი მქონდა, ასეთი იყო ჩემი ცხოვრება. მე ამით ვერ გამტეხავ. როცა ცუდი ხდება, მე მაინც ვცდილობ რაღაც გავაკეთო. სასოწარკვეთილება არ მეუფლება”, – მოჰყავს ტაისონის სიტყვები The Sportsman-ს.
0