5 votes
2 comments
0 shares
Save
მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა
52 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს კორონავრუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ მონაკოს სამეფო სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს.

სამეფო სასახლის განცხადებით, 62 წლის პრინცი ალბერი მუშაობას სახლიდან განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ კორონავირუსი მონაკოს სახელმწიფო მინისტრს სერჟ ტელეს დაუდგინდა

#coronavirus #covid19 #monaco #prince
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Roma Ratiani
Tbilisi · 3 months ago
მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა
მონაკოს პრინცს, ალბერტ II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro მონაკოს სამეფო სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. 62 წლის ქვეყნის მეთაურმა სახიფათო ვირუსის გამოსაკვლევი ტესტი გასულ ორშაბათს ჩააბარა. წყაროს ინფორმაციით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრინცი საკუთარ სასახლეში კარანტინში იმყოფება და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. შეგახსენებთ, პოლიტიკოსთა შორის ეს დაინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის. 13 მარტს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი შეეყარა. მოგვიანებით ბრაზილიის პირველმა პირმა ეს ჭორი უარყო. ბოლსონარუს შესაძლო დაინფიცირების ამბავი ჰაერიდან არ მოსულა - რამდენიმე დღით ადრე მის ოფიციალურ წარმომადგენელს, ფაბიო ვაინგარტენს სახიფათო ვირუსი შეეყარა. ცოტა ხნით ადრე მან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი მოინახულა.#პოლიტიკა #მონაკო #კორონავირუსი #coronavirus #news #politics #პანდემია
Middleeast Report
Tbilisi · 2 months ago
საუდის არაბეთში 20 პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა
საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ტურკი ალ-ფაისალი აცხადებს, რომ ყველაზე ცოტა 20 პრინცი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ალ-ფაილასი ამ ფაქტს ამტკიცებდა. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ერ-რიადის მმართველს კორონაცირუსი დაუდგინდა და ის საავადმყოფიში ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფება. იმავე პერიოდში ასევე ცნობილი გაცდა, რომ სამეფო ოჯახის 150 წევრი არის დაინფიცირებული, თუმცა კონკრეტული ინფომრაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა. Responding to the newspaper’s claims that the Saudi elite hospital – which treats royals – was “preparing as many as 500 beds for an expected influx of other family members,” the Saudi royal stressed that the hospital was “not designated for royals’ treatment only,” noting that it was open for “all citizens”. პანდემიის დაწყების შემდეგ, სამეფომ ასევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო კომენდანტის საათი და რიგი შეზღუდვა დააწესა. თუმცა რამენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სამეფოს ორი წმინდა ქალაქის მედინასა და მექას, რომელშიც 24 საათიანი კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული, ნელ-ნელა მოხსნას აპირებენ. #politics #news #opinion #events #religion #coronavirus #covid19 #saudiarabia #middleeast #gulf #kingdom #prince #საუდისარაბეთი #კორონავირუსი #ახლოაღმოსავლეთი #ახალიამბები
Headline
Tbilisi · 3 months ago
ცნობილი ადამიანები რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდა
მსოფლიო უკვე რამდენიმე თვეა კორონავირუსს ებრძვის. დღეის მომაცემებით ვირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი ნახევარ მილიონს აჭარბებს. დაავადებილულ ადამიანებს შორის ენბიეის ვარსკვლავები, მომღერლები, ოსკაროსანი მსახიობები და უამრავი ცნობილი ადამიანები არიან. მათმა უმრავლესობამ ვირუსის დამარცხების შემდეგ გადაწყვიტა მედიასთან საუბარი , იმისათვის რომ დაავადებული ადამიანები გაემხნევენინათ. მომღერალი ფინქი: მომღერალმა ფინქმა სამ აპრილს საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა რომ ტესტი კორონა ვირუსზე მას და მის სამი წლის ქალიშვილს დაუდასტურდათ. “ადამიანებმა უნდა იცოდნენ , რომ დაავადება რეალურია. ის უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ხარ თუ ღარიბი ტესტები უნდა იყოს უფასო და ჩაიტაროს ყველა ადამიანმა. ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ოჯახები” ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი: ტომ ჰენქსსა და მის მეუღლეს კორონა ვირუსი 11 მარტს ავსტრალიაში დაუდასტურდა. ისინი სახლში 28 მარტს დაბრუნდნენ. ამის შესახებ ტომ ჰენქსმა მის ტვიტერზე დაპოსტა. პლასიდო დომინგო:79 წლის ოპერის მომღერალმა 22 მარტს ამის შესახებ პირად ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა. “ეს ჩემი მორალური ვალდებულებაა შეგატყობინოთ, რომ ჩემი ტესტი დადებითია კორონავირუსზე” ბრუკ ბოლდვინი: ის სოციალურ დისტანციაზე იმყოფებოდა და აკვირდებოდა სიმპტომების გამოვლენას. საბოლოოდ მას კორონა ვირუსი დაუდასტურდა. პრინცი ჩარლზი: ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა განცხადება 25 მარტს გააკეთა. მათ მოსახლეობას აცნობეს, რომ პრინც ჩარლზს კორონა ვირუსი დაუდგინდა. ჩარლზი 71 წლის უფროსი შვილია დედოფალ ელისაბეტ II, მას არ აქვს სხვა დაავადებები, რომელიც მეტად სარისკოა კორონავირუსით დაიმფიცირებისას. ჩარლზი უკვე თავს კარგად გრძნობს და კორონა ვირუსისგან განიკურნა. წყარო - New York Times#covid19 #coronavirus #celebrates #headline
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინდა
კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც იუწყებიან, მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მას „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ მიტროპოლიტმა პაველმა ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ ონუფრისთან ერთად ჩაატარა.#ukrain #kiev #coronavirus #covid19 #stopcovid19
Middleeast Report
Tbilisi · 2 months ago
კორონავირუსი და ძალაუფლების უზურპაცია
კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ ახლო აღმოსავლეთში ხელები გაუშალა რეგიონის ე.წ. “StrongMan”-ებს, მათი ძალაუფლების გაზრდისა და კონსოლიდაციისათვის. ლიდერებმა მალევე გაიმოიყენეს პანდემია თავიან სასარგებლოდ და მთელი რიგი კანონები მიიღეს, რითაც ხელისუფლების უზურპაცია მოხდა. ეგვიპტე არასოდეს ყოფილა დემოკრატია. ეს იყო და არის ე.წ. “სტაბილური ავტოკრატია”, დასავლეთის მეგობარი და ერთ დროს რეგიონის ლიდერი. ეგვიპტეში განსაკუთრებით ვითარება იცვლება ხელისუფლებაში აბდელ ფატტაჰ ალ სისის მოსვლით. მან გადატრიალებით, ჯერ ხელისუფლებიდან ჩამოაშორა ძმები მუსლიმების ერთ-ერთი ლიდერი და პირველად დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამად მორსი, ხოლო შემდეგ თავისი პრეზიდენტობა “ფსევდო” არჩევნებით მოიპოვა. მას აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება ეგვიპტეში და მის მმათთველობას მისი არმია და ლოიალური გენერლები ზურგს უმაგრებენ. რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტეს პარლამენტმა გასაგნგებო მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რითაც პრეზიდენტ აბდელ ფატტაჰ ალ სისის დამატებითი ძალაუფლება მიანიჭა. 2017 წლის 10 აპრილიდან, როცა კოპტების ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა და რის შედეგად 45 კოპტი დაიღუპა, ეგვიპტეში გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ სამი თვით იყო განსაზრვრული, ალ სისის მთავრობამ ყოველ ჯერზე აგრძელებდა და ეგვიპტეში დრემდე მოქმედებს ეს კანონი. ახალი საკანონმდებლო ცვლილებით ალ-სისის შემდეგი უფლებამოსილებები ემატება: 1. სასამართლო პროცესებში პირდაპირ ჩაერევა და გადაწყეტილებების მიღება ( თუ ამის საჭიროება დადგება). 2. სწავლის პროცესის აღდგენა/შეჩერება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. 3. ექნება უფლება აკრძალოს დემონსრაციების ან/და რაიმე ღონოსძიებების, დღესასწაულების ჩატარების. 4. ეგვიპტელებისათვის ცალკე პრობლემას წარმოადგენს მათი განთავსება კარანტინში. ეგვიპტელი, რომელიც შინ საზღვარგარეთიდან ბრუნდება თავსდება საკარანტინო ზონაში, სასტუმროებში და ა.შ.. ვითომ არაფერი განსაკუთრებული, ეს ყველგან ხდება, თუმცა აქ პრობლემა სხვა რამეშია. სასტუმროები სამხედროების კუთვნილებაში არის და მანდ, თუნდაც კარანტინში განთავსება არის ფასიანი. 5. მკაცრი კონტროლი მედიაზე 6. ქონების კონფისკაცია 7. კომენდანტის საატის შემოღება-გაუქმება. ეს არის ის ძირითადი პუნქტები ახალი საკანონმდებლო ცვლილებიდან, რომელიც ეგვიპტეს პარლამენტმა მიიღო, ხოლო პარალმენტის შემდეგ, მას მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა დასჭირდება. #politics #news #opinion #events #religion #egypt #alsisi #president #parliament #emergency #law #coronavirus #covid19 #middleeast #arabworld #ახლოაღმოსავლეთი #ეგვიპტე #საგანგებომდგომარეობა #კორონავირუსი
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა
ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს, მარია ეიდი როკას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ მინისტრის მდგომარეობა სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსი ქვეყნის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს დაუდასტურდა. კერძოდ, 5 ივლისს კორონავირუსით ინფიცირება ბოლივიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, იერკო ნუნიეს ნეგრეტეს დაუდგინდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 ივლისს კი კორონავირუსი სამთო საქმეების მინისტრს, ხორხე ფერნანდო ოროპესას დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, ბოლივიაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 38 071 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 378 ადამიანი კი გარდაიცვალა.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მარნეულიდან გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარნეულიდან გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა,- ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაკეთდა განცხადება. „ჩვილ ბავშვთან კორონავირუსი არ დადასტურდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტს ვირუსის არანაირი კვალი არ აღენიშნება“ ,- აცხადებენ კლინიკაში. ამასთან, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტეს, რომ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და თქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. დედა მარნეულში იმყოფება“ ,- აცხადებენ კლინიკაში.#stopcovid19 #covid19 #coronavirus #marneuli
Middleeast Report
Tbilisi · 4 weeks ago
კორონავირუსის ახალი ტალღა
ჩინეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 39 შიდა გადაცემის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ახლადდადასტურებული 49 შემთხვევიდან 36 პეკინში დაფიქსირდა.#news #politics #events #opinion #coronavirus #covid19 #china #beijing #breakingnews #ახალიამბები #ჩინეთი #კორონავირუსი #კოვიდ-19 #პეკინი #პოლიტიკა #აზია
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
გერმანია ორზე მეტი ადამიანის თავშეყრას კრძალავს
გერმანიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, ახალი შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა სილამაზის სტუდიები და მასაჟის ცენტრები, რესტორნებს კი მომხმარებლისთვის მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება მიეცათ. „ჩვენი მიზანია, კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელევიზიო მიმართვის დროს და მოქალაქეებს ერთმანეთისგან მინიმუმ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება. მან კარანტინში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმს, რომელმაც პარასაკევს პნევმოკოკის საწინაღმდეგო ვაქცინა ჩაუტარა, კორონავირუსი დაუდგინდა. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 18 610 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი - 55-ია. #germany #covid19 #stopcovid199
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
სიყვარული, სამეფო ოჯახის პროტოკოლის წინააღმდეგ... ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, ყოველთვის ექცეოდა საზოგადოებისა ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიღაც სამეფო პროტოკოლს არღვევს. ბოლო რამოდენიმე დეკადის განმავლობაში გრძნობების ძლიერი ვნებათაღელვა და სიყვარულის ისტორიები, ამ ოჯახს მუდმივად თან დასდევს. პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი, ჰერცოგინია მეგან და ჰერცოგი ჰარის პირისპირ. მათი ისტორიები რამდენადაც მსგავსი, იმდენად განსხვავებულია... პრინცესა დაიანა, მეგან მარკლისგან განსხვავებით ოჯახისთვის სასურველი სარძლო იყო. ის თვით ელისაბედ მეორისა და მისი მეუღლის რჩეული გახლდათ. პრინც ჩარლზს, ცოლად ყველა წესის დაცვით შერთეს. თუმცა, წყვილმა მყარი ოჯახი ვერ შექმნა. დაიანა ხშირად გამოდიაოდა ქმრისა და სამეფო ოჯახის წინააღმდეგ. მეგან მარკლის ისტორია განსხვავებულია. ის სამეფო ოჯახისთვის მიუღებელი, მაგრამ პრინცის რჩეული გახლავთ. მას, ჰარიმდე ჰყავდა მეუღლე და დედამისი სხვა რასის წარმომადგენელია, რაც სამეფო ოჯახის პროტოკოლს ეწინააღმდეგება. მათ შორის ბევრი საერთო დეტალიც იკვეთება. მეგან მარკლი, პრინცესა დაიანას მსგავსად გამოირჩევა გარეგნობით, იმიჯით, ქველმოქმედებით. ხშირად, სამეფო ოჯახის წესებსაც არღვევს. აღსანიშნავია, რომ როგორც პრინცესა დაიანა, ასევე მეგანიც საზოგადოების დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. ჩარლზი, 13 წლით უმცროს დაიანაზე უსიყვარულოდ დაქორწინდა. მას სხვა ქალი, კამილა უყვარდა. და რადგან ის გათხოვილი იყო, პროტოკოლის მიხედვით მასთან ქორწინების უფლება არ გააჩნდა. საბოლოოდ, პრინცისა და პრინცესას 14 წლიანი კავშირი განქორწინებით დასრულდა. 9 წლის შემდეგ კი ჩარლზმა კამილა მაინც შეირთო. მიუხედავად ტრადიციისა, პრინცს, არ სურს მემკვიდრეობით „ბრიტანეთის თანამეგობრობის მეთაურის“ ტიტულის მიღება. რაც შეეხება ჰარის. შვილმა, მამის ბედი არ გაიზიარა. მან თავიდანვე უარი თქვა სამეფო ოჯახის წესების დაცვაზე და ცოლად ის ქალი შეირთო, რომელიც ნამდვილად უყვარდა. მას მისი მეუღლის მიმართ დღემდე საოცრად თბილი დამოკიდებულება აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან და მეგანმა უარი განაცხადეს სამეფო ოჯახის წევრობასა და პრივილეგიებით სარგებლობაზე. ამ წყვილების სიყვარულის ისტორია განსხვავდება, მაგრამ საერთო დეტალებიც იკვეთება. სიყვარული, კი ის ძალა აღმოჩნდა, რომელსაც სამეფო ოჯახის პროტოკოლიც ვერ აღუდგა წინ. #სამეფოოჯახი #დიდიბრიტანეთი #პრინცესადაიანა #პრინციჩარლზი #მეგანმარკლი #ჰერცოგინიამეგან #პრინციჰარი #opinion