აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

0
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან381 აჭარაში დაფიქსირდა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, რეგიონში COVID-19-ით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. ''დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11'' - განაცხადა მეზვრიშვილმა. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისში - 3 643 პირი, აჭარაში - 11 740, იმერეთში - 3 972 “.
0