ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ 2002 წლის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - მისი ფასი 22, 77 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსთა აზრით, ნავთობის ფასის ვარდნა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ჩაშლილი შეთანხმების ბრალია - ქვეყნები ნავთობის მოპოვების დონეზე ვერ შეთანხმდნენ.
ამის გამო, საუდის არაბეთი წლევანდელი აპრილიდან ნავთობის მოპოვებას აქამდე არნახულ ნიშნულამდე - 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის.
სპეციალისტების აზრით, ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. მათი მოსაზრებით, ერთი ბარელის ღირებულება სულ მცირე 20 დოლარამდე დაიწევს. ამასთან ერთად, ხაზგასასმელია კორონავირუსის ეფექტიც - COVID19-მა მსოფლიო სრულ შოკში ჩააგდო. სწორედ ამიტომ, ეკონომისტები ნავთობის ფასის უფრო დიდ შემცირებას არ გამორიცხავენ.
#ნავთობი
#oil
#ეკონომიკა
#სიახლე
#რუსეთი
#საუდისარაბეთი
#პოლიტიკა
#
#politics
#news
#economics