უკვე წლებია თბილისს უკანონო მშენებლობები აწუხებს.
დედაქალაქი საგრძნობლად 2002 წლის შემდეგ შეიცვალა. განსაკუთრებით სახეცვლილია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.
ძველად კორპუსებს შორის დაშორება მინიმუმ 5 მეტრი უნდა ყოფილიყო. აუცილებელი იყო რომ თითოეულს თავისი გამწვანება და საბავშვო სკვერი ჰქონოდა . ასევე მნიშვნელოვანი იყო ფანჯრების განლაგება:კორპუსებს ისინი ერთმანეთის პირისპირ არ უნდა ჰქონოდათ.
აღნიშნული კანონები 2002-2004 წლებში შეიცვალა და კორპუსებს შორის დაშორებაც საგრძნობლად შემცირდა.
საკმაოდ მჭიდრო განაშენიანებაა საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე და შეუზღუდავი მშენებლობების ფონზე ქალაქის იგივე ნაწილი გამწვანებული ადგილების ნაკლებობას განიცდის. უნდა აღინიშნოს რომ ამ ყველაფრის შესაჩერებლად ჯერჯერობით მერია ვერაფერს(ან არაფერს) აკეთებს.
იგივე დროს აქტუალობას არ კარგავს უკანონო მშენებლობები, რომლებიც ჩვენს ქალაქს წლებია უკვე ძალიან დაეტყო.
ამ ყველაფრის ფონზე ფაქტი ერთია: თბილისმა უკვე დიდი ხანია მწვანე ქალაქის სახელი დაკარგა. ახლა როგორც სამოქალაქო, ისე სამთავრობო სექტორს მხოლოდ ერთი რამ უნდა ამოძრავებდეს: საქართველოს დედაქალაქი "ბეტონის ჯუნგლებს" საბოლოოდ არ დაემსგავსოს.
#თბილისი
#დედაქალაქი
#ცვლილება
#მწვანე
#ქალაქი
#ბეტონის
#ჯუნგლები
#tbilisidaily