ოზურგეთიდან სპეციაური მანქანებით თურქმენეთის რესპუბლიკის 6 მოქალაქე აჭარაში, საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. ოზურგეთში, გენიჩესკის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში 3 მოქალაქე თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა მეზობლების მტკიცებით, ისინი იზოლაციის წესებს არღვევდნენ და ბინაში რეალურად არა სამი, არამედ ექვსი პირი ცხოვრობდა.
, , ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ მეზობლების მომართვაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ექვსივე პირი გადაგვყავს აჭარაში, საკანტინო სივრცეში", - განაცხადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი სირაძემ.
#politics
#news
#coronavirus