ვინ დგას ცრუ შეტყობინებების უკან?

0
ცრუ შეტყობინებების საქმე - სუს-ი განცხადებას აკეთებს სუს-ი ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ტექსტში აღნიშნულია, რომ პირთა ჯგუფმა საქართველოს რიგ მოქალაქეებს, “მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. აღნიშნული ქმედებით, ისინი შეეცადნენ მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და დაეთესათ პანიკა და ქაოსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას. სუს-ის ინფორმაციით, დადგინდა, რომ შეტყობინებების გაგზავნა განხორციელდა კომპანიების „SMS OFFICE“-ის და , , ემ ეს ჯგუფი”-ის სერვისების მეშვეობით. აღნიშნულ კომპანიებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობა. როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპისთვის საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მათთან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
#თბილისი
#საქართველო
#სუს
#ცრუშეტყობინება
#tbilisidaily
0