ეწერის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

0
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობამ საბოლოო სახე მიიღო. ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები და არსებული მდგომარეობა დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ჭანიამ. ისინი ადგილზე გაესაუბრნენ სკოლის დირექცტორს და მშენებლებს. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 233 414.41ლარს. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, აგრომშენსერვისმა შეასრულა. ახალი საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დონეზეა კეთილმოწყობილი, შშმ პირთათვის ადაპტირებული.
წყარო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
#განათლება
#ახალიამბები
სიახლეების გასაგებად გადმოწერეთ მედიაპლთფორმა Feedc - download.feedc.com
0