საქართველოში მუსლიმთა პარასკევის კოლექტიური ლოცვა აღარ ჩატარდება

0
გადაწყვეტილება საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დღეს ბათუმში გამართულ შეკრებაზე მიიღეს. სასულიერო პირები შეთანხმდენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა დროებით შეჩერდება. ასევე დღეს გადაწყდა, რომ მეჩეთები ინდივიდუალურად ლოცვის მსურველებისთვის ღია დარჩება.
#politics
#news
#კორონავირუსი
#ისლამი
#coronavirus
0