კოლონადების რეაბილიტაცია გაგრაში

0
იმისათის , რომ აფხაზეთში ღირშესანიშნაობებს პირვანდელი სახე არ დაეკარგათ, აფხაზეთის ე.წ.-მა მთავრობამ მათი რესტავრირება გადაწყვიტა. მათ შორის ერთ- ერთია გაგრაში არსებული კოლონადები. აფხაზეთის პოპულარ ადგილების სიაში კოლონადებს დიდი ხანია თავისი საპატიო ადგილი უჭირავს. გაგრა, როგორც აფხაზეთის სხვა კურორტები, ტურისტული სეზონის მოლოდინშია. როგორც ამბობენ რესტავრაციის შემდეგ კოლონადები სულ სხვანაირი იქნება. აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვითონ ქალაქი. სანაპიროზე გასეირნებისას შეულძებელია ყურადღება არ გაამახვილო კოლონადების ღირშესანიშნაობაზე. კოლონადების აღსადგენად 13 მილიონი მანეთია გამოყოფილი. აღნიშნული რესტავრაციები 2018 წლიდან მიმდინარეობს. როგორც კოლონადების პროექტის ლიდერი, რობერტ ლაბია ამბობს მშენებლები აკმაყოფილებენ გარემოსდაცვით ყველა სტანდარტს და მოთხოვნებს, ანუ ნიადაგის ეკოლოგიური წონასწორობა დარღვეული არ არის. რობერტ ლაბია ამბობს, რომ გაგრაში კოლონადის აღდგენა დაგეგმილია 2020 წლის ბოლომდე. გაგრაში კოლონადების მშენებლობა სანაპიროს წინ, 1949 წელს დაიწყო. კოლონადის არქიტექტურულ შემადგენლობაში შედის 24 სვეტი, ოთხი თაღოვანი კოშკი და მოზაიკის შადრევანი, რომელზეც მტრედის ქანდაკებაა გამოსახული.
#გაგრა
#აფხაზეთი
#საქართველო
#კოლონადები
#რესტავრაცია
#sokhumidaily
0